Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 

 

 

 

 

 

 

05.06.2019

"ზესტაფონმა" "სულორი" ვანში დაამარცხა

 

2019 წლის 5 ივნისს "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. ვანის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებულ რეგიონული ლიგის დასავლეთის "ა" ჯგუფის მერვე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "სულორს" დაუპირისპირდნენ ...

04.06.2019

ცამეტწლამდელთა მორიგი გამარჯვება

 

1 მაისს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის მეექვსე ტურის მატჩები - - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 13-წლამდე ჭაბუკთა გუნდმა ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ცაგერის "ხვამლს" უმასპინძლა ...

03.06.2019

საქართველოს ნაკრები "ზესტაფონის" ბაზაზე

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩებისათვის მზადება დაიწყო - 7 ივნისს ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო 10 ივნისს ჩვენი ფეხბურთელები დანიას ესტუმრებიან ...

01.06.2019

ბავშვთა დაცვის დღე და მატჩი "დავით აბაშიძეზე"

 

1 ივნისს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) მეთორმეტე ტურის მატჩები - "ზესტაფონის" ცამეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა ...

29.05.2019

ცხრა გოლი "ჩხერიმელას" კარში

 

2019 წლის 29 მაისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის ტურნირის მეშვიდე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ხარაგაულის "ჩხერიმელას" უმასპინძლა ...

27.05.2019

ლიდერთა ფრე ქუთაისში

 

27 მაისს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩები - ქუთაისის საფეხბურთო სკოლა "კოლხიდას" სტადიონზე ადგილობრივი "ქუთაისის" გუნდმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 13-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა...

24.05.2019

საბრძოლო ფრე და მეორე ეტაპის საგზური

 

2019 წლის 24 მაისს "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. ბაღდათის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ რეგიონული ლიგის დასავლეთის "ა" ჯგუფის მეექვსე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "საირმეს" დაუპირისპირდნენ ...

19.05.2019

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს სიუჟეტი

 

გთავაზობთ სამაუწყებლო ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ს მიერ მომზადებულ ძალიან საინტერესო სიუჟეტს, რომელიც ამ ბოლო წლების განმავლობაში "ზესტაფონთან" დაკავშირებით შექმნილ ვითარებასა და კლუბის გარშემო განვითარებული ამბების შესახებ მოგვითხრობს ...

18.05.2019

ცამეტწლამდელებმა ლიდერობა განიმტკიცეს

 

17 მაისს გაიმართა 13-წლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის მეცხრე ტურის მატჩები - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდმა ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა ...

17.05.2019

ამბავი, რომელიც ყველას გვტკივა...

 

გაზეთმა "ლელომ" "ზესტაფონის" გარშემო შექმნილ ვითარებას მორიგი პუბლიკაცია მიუძღვნა. სტატია, რომლის ავტორიც ალეკო კაკაურიძე გახლავთ, ქვეყნის ორგზის ჩემპიონ მარგველთა პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებასა და კლუბის დღევანდელობ ყოფას შეეხო ...

16.05.2019

"ლელოს" პუბლიკაცია

 

გუშინ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ მერაბ მამულაშვილის საინტერესო პუბლიკაცია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი "ზესტაფონსა" და მის გარშემო ამ ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა. ჩვენ ამ პუბლიკაციის ყველაზე საინტერესო ნაწილს გთავაზობთ ...

15.05.2019

"ზესტაფონმა" დერბი ისევ დიდი ანგარიშით მოიგო

 

მიმდინარე წლის 15 მაისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" თანაქალაქელ საფეხბურთო კლუბ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლა ...

08.05.2019

სამქულიანი სტუმრობა ხაშურში

 

2019 წლის 8 მაისს "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. რეგიონული ლიგის დასავლეთის "ა" ჯგუფის მეოთხე ტურის ხაშურში გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი "ივერიის" კოლექტივს დაუპირისპირდნენ ...

05.05.2019

ჭაბუკები სატურნირო ცხრილის სათავეში

 

5 მაისს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) მეშვიდე ტურის მატჩები - ჩოხატაურის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ადგილობრივი "ბახმაროს" აკადემიის გუნდმა "ზესტაფონის" 13-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა ...

02.05.2019

ცამეტწლამდელთა მორიგი გამარჯვება

 

1 მაისს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის მეექვსე ტურის მატჩები - - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 13-წლამდე ჭაბუკთა გუნდმა ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ცაგერის "ხვამლს" უმასპინძლა ...

29.04.2019

გაზაფხული ზესტაფონის ბაზაზე

 

გასული წლის ბოლოს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე სპორტული კომპლექსის ორ მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც გაზონების დამზადებითაა დაკავებული და უკვე წლებია ამ სფეროში წარმატებით ფუნქციონირებს ...

26.04.2019

ლიდერთა ფრე საჩხერეში

 

25 აპრილს გაიმართა 13-წლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის მეხუთე ტურის მატჩები - საჩხერის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ადგილობრივი "ჩიხურას" წარმომადგენლებმა "ზესტაფონის" 13-წლამდელთა გუნდს უმასპინძლეს ...

23.04.2019

პირველი საშინაო გამარჯვება

 

მიმდინარე წლის 23 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მესამე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს, ამბროლაურის "რაჭას" უმასპინძლა...

20.04.2019

ცამეტწლამდელთა ფრე "ქუთაისთან"

 

20 აპრილს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის მესამე ტურის მატჩები - - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ცამეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე "ქუთაისს" უმასპინძლა ...

17.04.2019

"ზესტაფონს" სენსაციამდე ცოტა დააკლდა

 

მიმდინარე წლის 17 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის XXX გათამაშების 1/16-ფინალური სტადიის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" მეორე ლიგის ლიდერს, თბილისის "მერანს" უმასპინძლა ...

15.04.2019

1/16-ფინალში ეროვნული ლიგა-2-ს ლიდერის წინააღმდეგ

 

ოთხშაბათს "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების 1/16-ფინალური სტადიის მატჩს გამართავს - ზემოიმერლები CrystalBet ეროვნული ლიგა-2-ს ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის "მერანს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ ...

13.04.2019

წარმატებული ვიზიტი ხონში

 

2019 წლის 13 აპრილს "ზესტაფონმა" მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გამართა. ხონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ რეგიონული ლიგის დასავლეთის "ა" ჯგუფის მეორე ტურის მატჩში მარგველები "იმერეთის" მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ ...

10.04.2019

პატარა ზესტაფონელთა მიჯრით მეორე გამარჯვება

 

9 აპრილს გაიმართა 13-წლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის მეორე ტურის მატჩები - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში "შუქურას" წარმომადგენლებმა "ზესტაფონის" 13-წლამდელთა გუნდს უმასპინძლეს ...

07.04.2019

ცამეტწლამდელთა სასტარტო წარმატება

 

მიმდინარე კვირაში სტარტი აიღო სხვადასხვა ასაკის ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობამ ფეხბურთში - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ცამეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ხაშურის "ივერიას" უმასპინძლა ...

04.04.2019

ჩემპიონატის სამქულიანი სტარტი

 

2019 წლის 4 აპრილს წყალტუბოს ხელოვნურსაფარიან სტადიონზე საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრაში "ზესტაფონის" პირველმა გუნდი ადგილობრივი "სამგურალის" მეორე გუნდს დაუპირისპირდა ...

30.03.2019

ეროვნული თასის 1/16-ფინალის კენჭისყრა

 

2019 წლის 29 მარტს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის წლის გათამაშების 1/16-ფინალური სტადიის კენჭისყრა - ტურნირის რიგით მეოთხე ეტაპზე “ზესტაფონის“ მეტოქე მეორელიგელი თბილისის "მერანი" იქნება ...

28.03.2019

"ზესტაფონმა" თასიდან მესამელიგელი დაითხოვა

 

მიმდინარე წლის 28 მარტს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების 1/32-ფინალური რაუნდის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" მესამელიგელ ხობის "კოლხეთს" უმასპინძლა ...

24.03.2019

დრამატული სათასო დაპირისპირება

 

24 მარტს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXX გათამაშების მეორე ეტაპის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვარკეთილს" უმასპინძლა ...

22.03.2019

ზესტაფონელთა სათასო ისტორიის შესახებ

 

კვირას "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ეგიდით მორიგ მატჩს გამართავს - მიმდინარე ტურნირის მეორე ეტაპის შეხვედრაში ზემოიმერლები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე თბილისის "ვარკეთილს" უმასპინძლებენ ...

20.03.2019

ეროვნული თასის მეორე ეტაპის კენჭისყრა

 

20 მარტს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2019 წლის გათამაშების მეორე ეტაპის კენჭისყრა - ტურნირის 1/64-ფინალურ სტადიაზე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის“ მეტოქე მეოთხელიგელი თბილისის "ვარკეთილი" იქნება ...

18.03.2019

ეროვნული ნაკრები "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება

 

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისათვის მზადება დაიწყო - 23 მარტს ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში შვეიცარიის გუნდს უმასპინძლებს, ხოლო 26 მარტს ჩვენი ფეხბურთელები ირლანდიელებს დუბლინში ესტუმრებიან ...

15.03.2019

"ზესტაფონმა" თასის პირველი ეტაპი დაძლია

 

2019 წლის 15 მარტს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის XXX ეროვნული თასის გათამაშების პირველი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლა ...

11.03.2019

სათასო გამარჯვება სეზონის სტარტზე

 

11 მარტს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXX გათამაშების პირველი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები - ამბროლაურის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ადგილობრივმა "რაჭამ" "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

06.03.2019

ერთი მატჩის ისტორია

 

4 მარტს leadersport.ge-ზე გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც ჩვენი გუნდის რიგებში მრავალი მატჩის ჩამტარებელი ფორვარდი ჯაბა დვალი "ზესტაფონის" მიერ უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფში ბელგიური "ბრიუგეს" წინააღმდეგ თბილისში გამართულ შეხვედრაზე საუბრობს ...

01.03.2019

რეგიონალური ლიგის კალენდარი

 

იმერეთის რეგიონალური ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ (წელს რეგიონლიგის დასავლეთის "ა" ქვეჯგუფის საორგანიზაციო ამბებს სწორედ ეს ორგანიზაცია კურირებს) რეგიონლიგის მონაწილე კლუბებს 2019 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაუგზავნა ...

24.02.2019

დაძაბული ნახევარფინალური შეხვედრა

 

23 თებერვალს იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი-2019"-ს გათამაშების ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ”ზესტაფონმა” მეოთხელიგელ "სამეგრელოს" უმასპინძლა ...

19.02.2019

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა

 

19 თებერვალს იმერეთის რფფ-ის მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი-2019"-ს გათამაშების ჯგუფური ტურნირის დასკვნითი მატჩები გაიმართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ”ზესტაფონმა” ქუთაისის "ტორპედოს" 19-წლამდელთა გუნდს უმასპინძლეს ...

15.02.2019

მორიგი გამარჯვება "დასავლეთის თასზე"

 

15 თებერვალს ”ზესტაფონმა” იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი-2019"-ს გათამაშების მეორე ტურის მატჩი გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მასპინძლებმა რეგიონლიგის წარმომადგენელ ბაღდათის "საირმეს" უმასპინძლეს ...

11.02.2019

"დასავლეთის თასის" სასტარტო შეხვედრა

 

11 თებერვალს ”ზესტაფონმა” იმერეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი-2019"-ს გათამაშების სასტარტო მატჩი გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მასპინძლებმა რეგიონლიგის წარმომადგენელ ხარაგაულის "ჩხერიმელას" უმასპინძლეს ...

09.02.2019

ამხანაგური მატჩი ლიგა-2-ს წარმომადგენელთან

 

საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. 8 თებერვალს ჩვენმა გუნდმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ლიგა-2-ს წარმომადგენელ ”ზუგდიდის” უმასპინძლა...

07.02.2019

ეროვნული თასის კენჭისყრა

 

7 თებერვალს სფფ-ში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების I ეტაპის კენჭისყრა - თასის საწყის სტადიაზე “ზესტაფონი“ ამბროლაურის “რაჭასთან“ და ქუთაისის "ტორპედოს" მეორე გუნდთან ერთად სამგუნდიან ჯგუფში იასპარეზებს ...

02.02.2019

ზესტაფონელთა პირველი სპარინგი

 

”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 2 თებერვალს გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველებმა რეგიონლიგის წარმომადგენელ ქუთაისის "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლა ...

28.01.2019

”ზესტაფონი” მზადებას შეუდგა

 

”ზესტაფონი” XXXI ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას შეუდგა. იმერული გუნდი დღეს, 28 იანვარს, მშობლიურ ქალაქში შეიკრიბა - ზამთრის არდადეგების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა ...

23.01.2019

სფფ-ს ყრილობა 15 თებერვალს გაიმართება

 

2019 წლის 15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXIX-ე საარჩევნო ყრილობა ჩატარდება. ფედერაციის ყრილობაში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა 29 სუბიექტმა. სხვა სუბიექტებთან ერთად, ყრილობის მუშაობაში მონაწილეობას " ზესტაფონიც" მიიღებს ...

20.01.2019

იანვარი ზესტაფონის ბაზაზე

 

როგორც იცით, ნოემბრის დასაწყისში ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე სპორტული კომპლექსის ორ მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო გაზონების დამზადებითაა დაკავებული ...

14.01.2019

”ზესტაფონი” ბატონ ნოდარ ახალკაცს ულოცავს!

 

ს.კ. ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური, კლუბის მფლობელისა და ყველა თანამშრომლის სახელით, დაბადების დღეს ულოცავს ფიფას გენ მდივნის აღმარულებელი ოფისის დირექტორის თანამდებობაზე მოღვაწე ბატონ ნოდარ ახალკაცს, რომელსაც 14 იანვარს 43 წელი შეუსრულდა!

01.01.2019

გილოცავთ ახალ წელს!

 

"ზესტაფონის" პრეს-სამსახური ყველა ჩვენს ქომაგს (კლუბის მფლობელს, მენეჯმენტს, თანამშრომლებს, რიგით გულშემატკივარსა და "ზესტაფანებს") დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს და 2019 წელს ჯანმრთელობას, წარმატებებსა და საყვარელი გუნდის გამარჯვებებს უსურვებს!

28.12.2018

"ზესტაფონის" აღზრდილის წარმატება

 

2017 წელს "ზესტაფონის" 15-წლამდელთა წევრმა გიორგი საყვარელიძემ, რომელიც პირველი არხის გადაცემა "წიგნების თაროს" მონაწილე გახლდათ, ხალხის რჩეულის ტიტული და კემბრიჯის უნივერსიტეტში გამგზავრების უფლება მოიპოვა. ვულოცავთ გიორგის ამ დიდ წარმატებას!

22.12.2018

რეპორტაჟი ზესტაფონის ბაზიდან

 

როგორც იცით, ნოემბრის დასაწყისში ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე სპორტული კომპლექსის ორ მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო გაზონების დამზადებითაა დაკავებული ...

17.12.2018

2018 წლის სეზონი ციფრებში

 

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონლიგის გათამაშება სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ჩვენი საიტი კი გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც ”ზესტაფონისა” და გუნდის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება ...

12.12.2018

ჭალადიდის მეურნეობაში მინდვრები ისევ გამწვანდა

 

ჩვენი გვერდი აქამდეც წერდა იმ გრანდიოზული პროექტის შესახებ, რომელსაც საფეხბურთო არენებზე სფფ ახორციელებს - ქვეყნის რამდენიმე ქალაქის სტადიონზე კომპანია "Lawns of Georgia"-ს მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის გაზონის დაგების პროცესი მიმდინარეობს ...

07.12.2018

U19-მა იტალიას "ზესტაფონის" ბაზაზე უმასპინძლა

 

2018 წლის 5 დეკემბერს თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ძალიან საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა იტალიელებს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2-1 დაამარცხა ...

04.12.2018

"ზესტაფონმა" მისია ვერ შეასრულა

 

2018 წლის 4 დეკემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის მეორე ეტაპის დასკვნითი, რიგით მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ბათუმის "დინამოს" მეორე გუნდს უმასპინძლა ...

02.12.2018

გამწვანებული ბაზის ამბები

 

ამ რამდენიმე კვირის წინ ჩვენი საიტი იუწყებოდა, რომ "ზესტაფონის" იმერეთში მდებარე ბაზაზე სამშენებლო ხასიათის სამუშაოები იყო გაჩაღებული - 1-3 ნოემბერს კომპანია "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტთა მიერ ერთბაშად ორ საფეხბურთო მოედანზე ბალახი დაითესა ...

30.11.2018

ვერცხლით დასრულებული "ვერცხლის ლიგა"

 

30 ნოემბერს დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის ტურნირი. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა დღეს დასრულებული გათამაშება საპატიო მეორე ადგილზე დაასრულა ...

26.11.2018

გამარჯვება ლიდერთან შეხვედრაში

 

2018 წლის 26 ნოემბერს "ზესტაფონმა" საქართველოს ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა - რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის რიგით მეცამეტე ტურის შეხვედრაში, რომელიც განმუხურის სტდიონზე გაიმართა, მარგველები ზუგდიდის "ოდიში-1919"-ს დაუპირისპირდნენ ...

24.11.2018

თხუთმეტწლამდელთა საშინაო ფრე

 

24 ნოემბერს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა მიმდინარე "ვერცხლის ლიგის" ბოლოსწინა, ოცდამეერთე ტურის შეხვედრა ჩაატარა. ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მარგველებმა მარტვილის "მერანს" უმასპინძლეს ...

20.11.2018

"პრაიმ თაიმის" პუბლიკაცია

 

გაზეთ "პრაიმ თაიმის" საიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ "ზესტაფონის" მფლობელ ილია კოკაიასთან. რომელშიც რესპონდენტი პოლიტიკოსთა მხრიდან სახელმწიფოსა და ფეხბურთის თანამშრომლობის მიმართ ამ ბოლო პერიოდში გაჟღერებულ კრიტიკასთან დაკავშირებით საუბრობს ...

18.11.2018

ეროვნული ნაკრები "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება

 

2018 წლის 19 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების წელს გასამართ დასკვნით შეხვედრას გამართავს - ტურნირის "დ" დივიზიონის I ჯგუფის გამარჯვებული ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლებს ...

18.11.2018

"ვერცხლის ლიგა" დასასრულს უახლოვდება

 

2018 წლის 18 ნოემბერს ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფში მოასპარეზე "ზესტაფონის" ჩვიდმეტ- და თხუთმეტწლამდელთა გუნდები შესაბამისად ზუგდიდელ და საჩხერელ თანატოლებს უმასპინძლეს ...

16.11.2018

ილია კოკაია სტუმრად "იმედი-LIVE"-ში

 

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი, ბატონი ილია კოკაია ტელეკომპანია "იმედს" ესტუმრა და მონაწილეობა გადაცემა "იმედი-LIVE"-ს პირდაპირ ეთერში მიიღო. ჩვენი ინტერნეტგვერდი ამ გადაცემის ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ ...

15.11.2018

"ზესტაფონმა" დერბი დიდი ანგარიშით მოიგო

 

2018 წლის 15 ნოემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის მეთორმეტე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლა ...

11.11.2018

თხუთმეტწლამდელთა გამარჯვება წყალტუბოში

 

11 ნოემბერს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის წყალტუბოში გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივ "სამგურალს" დაუპირისპირდნენ ...

08.11.2018

სამქულიანი სტუმრობა ქუთაისში

 

2018 წლის 8 ნოემბერს "ზესტაფონმა" მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა - რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის რიგით მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში, რომელიც ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე გაიმართა, მარგველები ადგილობრივი კლუბის მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ ...

05.11.2018

"ვერცხლის ლიგის" მორიგი მატჩები

 

3 და 4 ნოემბერს გაიმართა ჭაბუკთა შორის ჩემპიონატის მორიგი მატჩები. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტ- და თხუთმეტწლამდელთა გუნდები შესაბამისად თბილისელ და ფოთელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ ...

03.11.2018

ზესტაფონის ბაზაზე ბალახის დათესვის პროცესი დაიწყო

 

ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე სამუშაოები მიმდინარეობს - კომპანია "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტები იმერელთა სპორტული კომპლექსის ერთბაშად ორ მოედანს ბალახის დასათესად ამზადებდნენ. 1 ნოემბერს კი თავად ბალახის დათესვის პროცესი დაიწყო ...

01.11.2018

"ზესტაფონი" ბრძოლას განაგრძობს

 

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის მორიგი, რიგით მეათე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" მარტვილის "სალხინოს" უმასპინძლა ...

29.10.2018

ჩვიდმეტწლამდელთა მორიგი სამი ქულა

 

28 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მარგველებმა "გორის" წარმომადგენლებს უმასპინძლეს ...

27.10.2018

15-წლამდელთა გამარჯვება "ცხინვალთან" შეხვედრაში

 

27 ოქტომბერს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის თბილისში გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდნენ ...

25.10.2018

ზესტაფონელები ქულებს ისევ კარგავენ

 

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს "ზესტაფონმა" ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის მორიგი მატჩი გამართა. სენაკის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს, ადგილობრივ "ეგრისს" დაუპირისპირდა ...

22.10.2018

თხუთმეტწლამდელებმა გორელები დაამარცხეს

 

21 ოქტომბერს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მარგველებმა გორის "დილას" წარმომადგენლებს უმასპინძლეს...

21.10.2018

ჩვიდმეტწლამდელთა ფრე წყალტუბოში

 

2018 წლის 20 ოქტომბერს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა "ვერცხლის ლიგის" მორიგი მატჩი გამართა. მიმდინარე ტურნირის დასავლეთის ჯგუფის რიგით მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები წყალტუბოს "სამგურალს" ესტუმრნენ ...

18.10.2018

საშინაო ფრე "მეტასთან"

 

18 ოქტომბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის დასავლეთის "ზედა ჯგუფის" ტურნირის მორიგი, რიგით მერვე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ბათუმის "მეტას" უმასპინძლა ...

15.10.2018

"ზესტაფონი" მზადებას განაგრძობს

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი, საშემოდგომო ნალილის მეორე წრის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. როგორც იცით, მარგველთა გუნდი რეგიონული ლიგის დასავლეთის "ზედა ჯგუფში" ასპარეზობს ...

12.10.2018

გამარჯვება უმაღლესლიგელ "სამტრედიასთან"

 

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ორკვირიანი პაუზისას ”ზესტაფონმა” რამდენიმე ამხანაგური მატჩის გამართვა დაგეგმა. 12 ოქტომბერს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ჩვენმა გუნდმა ეროვნული ლიგა-1-ს წარმომადგენელ ”სამტტრედიას” უმასპინძლა ...

11.10.2018

ეროვნული გუნდი მზადებას განაგრძობს

 

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის მზადების დასკვნით ეტაპზეა. გუნდში გამოძახებული ფეხბურთელები სრული დატვირთვით ემზადებიან. საწვრთნელი პროცესის მეოთხე დღეს, "ზესტაფონის" ბაზაზე, ვარჯიში ერთი საათი გაგრძელდა ...

10.10.2018

სპარინგ-მატჩი ბაღდათელებთან

 

”ზესტაფონი” რეგიონლიგის დასავლეთის ზედა ჯგუფის მიმდინარე ტურნირის მეორე წრის მოახლოვებული სტარტისათვის ემზადება. 10 ოქტომბერს გუნდმა სპარინგ-მატჩი გამართა - ზესტაფონში მდებარე ბაზაზე მასპინძლებს ბაღდათის "საირმე" დაუპირისპირდა...

09.10.2018

ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგა და "ზესტაფონის" ბაზა

 

8 ოქტომბერს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მორიგი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 13 ოქტომბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში ანდორის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, ხოლო 16 ოქტომბერს ჩვენი ფეხბურთელები ლატვიელებს რიგაში ესტუმრებიან ...

07.10.2018

"ვერცხლის ლიგის" მორიგი მატჩები

 

მიმდინარე წლის 6 და 7 ოქტომბერს გაიმართა ჭაბუკთა შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტ- და თხუთმეტწლამდელთა გუნდები შესაბამისად ზუგდიდელ და ქობულეთელ თანატოლებს ესტუმრნენ ...

05.10.2018

მარცხი პირველი წრის ფინიშზე

 

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს "ზესტაფონმა" ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის მეორე ეტაპის მორიგი მატჩი გამართა. ბათუმის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" ანგისას ბაზაზე ჩატარებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი ადგილობრივი კლუბის მეორე გუნდს დაუპირისპირდა ...

03.10.2018

”ზესტაფონი” ბატონ ილიას ულოცავს!

 

”ზესტაფონის” პრეს-სამსახური, კლუბის ყველა თანამშრომლის სახელით, დაბადების დღეს ულოცავს ჩვენი კლუბის მფლობელს, ბატონ ილია კოკაიას, რომელსაც დღეს 62 წელი შეუსრულდა! ვუსურვებთ ბატონ ილიას ჯანმრთელობასა და წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში!

30.09.2018

17-წლამდელებმა სამტრედიელები გაანადგურეს

 

30 სექტემბერს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა - "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში მარგველებმა "სამტრედიის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს ...

27.09.2018

მარგველთა ზედიზედ მესამე გამარჯვება

 

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მორიგი, რიგით მეექვსე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ზუგდიდის "ოდიში-1919"-ს უმასპინძლა ...

24.09.2018

ჭაბუკთა მატჩი "ფეროს" მოედანზე

 

2018 წლის 23 სექტემბერს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა "ვერცხლის ლიგის" მორიგი შეხვედრა ჩაატარეს. ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებს "ზუგდიდის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ...

22.09.2018

ჩვიდმეტწლამდელები ლიდერის პოზიციას ინარჩუნებენ

 

22 სექტემბერს "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდმა "ვერცხლის ლიგის" მორიგი მატჩი გამართა. დასავლეთის ჯგუფის მეორე წრის საწყისი, რიგით მეათე ტურის შეხვედრაში, რომელიც სოფელ ოჩხამურის სტადიონზე გაიმართა, იმერლები ქობულეთის "შუქურას" ესტუმრნენ ...

19.09.2018

გამარჯვება თანაქალაქელებთან გასვლით შეხვედრაში

 

2018 წლის 19 სექტემბერს "ზესტაფონმა" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის მორიგი მატჩი გამართა. დაბა ხარაგაულის ძმები აბაშიძეების სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს დაუპირისპირდა ...

17.09.2018

"ზესტაფონის" ბაზაზე "იუვენტუსის" კემპი დასრულდა

 

საქართველოში ტურინის "იუვენტუსის" საზაფხულო ბანაკი დაიხურა. თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე იტალიური გრანდის სკოლა 11 სექტემბერს გაიხსნა და 16 სექტემბერს დასრულდა. იტალიური კლუბის კემპზე 90 ბავშვი ვარჯიშობდა ...

15.09.2018

ჩვიდმეტწლამდელთა მორიგი გამარჯვება

 

2018 წლის 14 სექტემბერს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა - "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის მეცხრე ტურის შეხვედრაში მარგველებმა ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლებს უმასპინძლეს ...

13.09.2018

პირველი გამარჯვება მეორე ეტაპზე

 

მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ქუთაისის "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლა ...

12.09.2018

"ლელო" "იუვენტუსის" კემპის გახსნის შესახებ

 

გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე იტალიური და ევროპული ფეხბურთის გრანდის, ტურინის "იუვენტუსის" 11 სექტემბერს გახსნილ საზაფხულო ბანაკზე მოგვითხრობს ...

11.09.2018

ტელეკომპანია "პირველი არხის" სიუჟეტი

 

გთავაზობთ ტელეკომპანია ”პირველი არხის” გადაცემა ”მოამბეში” გასულ სიუჟეტს, რომელიც თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, ტურინის "იუვენტუსის" საზაფხულო ბანაკის გახსნის შესახებ მოგვითხრობს ...

10.09.2018

“იუვენტუსის“ კემპი “ზესტაფონის“ თბილისურ ბაზაზე

 

მიმდინარე წლის 11-16 სექტემბერს, ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" ორგანიზებით, თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, ტურინის "იუვენტუსის" საზაფხულო კემპს უმასპინძლებს ...

09.09.2018

ჩვიდმეტწლამდელთა მორიგი სამი ქულა

 

9 სექტემბერს "ვერცხლის ლიგის" მორიგი მატჩი "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდმაც გამართა. ტურნირის დასავლეთის ჯგუფის მერვე ტურის შეხვედრაში, რომელიც სოფელ რუხის სტადიონზე გაიმართა, იმერლები "ზუგდიდის" ჩვიდმეტწლამდელებს ესტუმრნენ ...

09.09.2018

თხუთმეტწლამდელთა გამარჯვება ზუგდიდში

 

9 სექტემბერს "ზესტაფონის" 15-წლამდელთა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის სოფელ რუხში გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები "ზუგდიდის" წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდნენ ...

09.09.2018

"ზესტაფონის" ბაზა ისევ ნაკრების სამსახურში

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურის მატჩისათვის მზადებას განაგრძობს - მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საფეხბურთო გუნდი თბილისის სტადიონ "დინამო-არენაზე" ლატვიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს ...

08.09.2018

"პირველი არხის" პუბლიკაცია

 

როგორც იცით, "ზესტაფონის" მეპატრონე ბიზნესმენმა ილია კოკაიამ მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად დასავლეთ ევროპის უდიდესი მწვერვალი მონბლანი დალაშქრა. ამ ამბავს პირველი არხის ვებგვერდმა მიუძღვნა პუბლიკაცია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ ...

07.09.2018

ფრედ დასრულებული "თრილერი" მართვილში

 

2018 წლის 7 სექტემბერს "ზესტაფონმა" ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მორიგი, რიგით მესამე ტურის მატჩი გამართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის ბაზაზე მარგველები ადგილობრივ "სალხინოს" დაუპირისპირდნენ ...

05.09.2018

ზესტაფონელმა ჭაბუკებმა "ვიტ-ჯორჯიას" უმასპინძლეს

 

5 სექტემბერს "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის შეხვედრებში ზესტაფონელმა თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელებმა თბილისის "ვიტ-ჯორჯიის" გუნდებს უმასპინძლეს ...

03.09.2018

საქართველოს ნაკრები "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება

 

2018 წლის 3 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. 6 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი ყაზახეთის გუნდს ესტუმრება, ხოლო 9 სექტემბერს ჩვენი ფეხბურთელები ლატვიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ ...

01.09.2018

თხუთმეტწლამდელთა სამი ქულა მარტვილიდან

 

31 აგვისტოს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის მარტვილში გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივი "მერანის" წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდნენ ...

 

 

 

 

 

 





 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2019