Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.02.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული თასის კენჭისყრა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 7 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2019 წლის გათამაშების პირველი ეტაპის კენჭისყრა - ეროვნული თასის საწყის სტადიაზე საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი“ ამბროლაურის “რაჭასთან“ და ქუთაისის "ტორპედოს" მეორე გუნდთან ერთად სამგუნდიან ჯგუფში იასპარეზებს.

 

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2019 წლის გათამაშების პირველი ეტაპი გასული სეზონისაგან განსხვავებული სისტემით გაიმართება და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდების ვინაობა სამგუნდიან ჯგუფებში გამარჯვებულის გარკვევის შედეგად ვლინდება.

 

პირველ ეტაპზე მონაწილებას რეგიონული ლიგის 52 გუნდი მიიღებს. წილისყრა გაიმართა გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით 5 ეტაპად: პირველ ეტაპზე აჭარის და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების მიერ ორგანიზებული ლიგების წარმომადგენელი 21 გუნდი ბრმა წილისყრით გადანაწილდა 7 სამგუნდა ჯგუფში.

 

აღმოსავლეთ საქართველოს 22 გუნდი ასევე ბრმა წილისყრით გადანაწილდა 7 სამგუნდა ჯგუფში, ხოლო ბოლოს კენტად დარჩენილმა გორის "ლეგიონმა" ავტომატურად მოიპოვა საქართველოს თასის მომდევნო ეტაპის საგზური. ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამ-სამი გუნდი გეოგრაფიული პრინციპით გადანაწილდა ორ ჯგუფში; კახეთის ორი გუნდი და საგარეჯოს სტადიონზე მოთამაშე ცხინვალის "ლიახვი" ასევე გეორგაფიული პრინციპის დაცვით გადანაწილდა კიდევ ერთ ჯგუფში...

 

თითოეულ ჯგუფში მატჩები ჩატარდება ერთ წრედ. კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ, 11 მარტს, თასის გათამაშების სასტარტო შეხვედრაში ზესტაფონელები ამბროლაურში ადგილობრივ "რაჭას" ეწვევიან, ხოლო 15 მარტს ქუთაისის "ტორპედო"-2-ს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

 

პირველი ეტაპის დამძლევ 18 კოლექტივს კი ეროვნული თასის გათამაშების მეორე ეტაპზე ლიგა-4-ის 10 გუნდი შეუერთდება...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019