Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.05.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ამბავი, რომელიც ყველას გვტკივა...

 

 

 

 

 

ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარშემო შექმნილ ვითარებას მორიგი პუბლიკაცია მიუძღვნა. ბოლო სტატია, რომლის ავტორიც ჟურნალისტი ალეკო კაკაურიძე გახლავთ, ქვეყნის ორგზის ჩემპიონ მარგველთა პირველ საჩემპიონო ტიტულის მოპოვებასა და კლუბის დღევანდელობ ყოფას შეეხო...

 

ზუსტად 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ზესტაფონი” პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი - ფეხბურთის გემრიელად მოთამაშე გუნდი, რომელმაც ყველა ქართული ტიტული მოიგო და ევროტურნირებზეც არ შეურცხვენია თავი.

 

მაშინ “ზესტაფონს” გია გეგუჩაძე თავკაცობდა. მალევე, გუნდმა უკვე გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოიგო საქართველოს ჩემპიონატი. გულშემატკივარს ახსოვს ძველი “ზესტაფონი” და ვიცით, რომ ახლაც აინტერესებს ამ გუნდის ამბები.

ეს შემთხვევითი სულაც არ არის. იმერულ კლუბს ჰქონდა გამორჩეული ევრომატჩები “დაჩიასთან”, “შტურმთან”, “ბრიუგესა” და “ჰელსინგბორგთან”... სოციალური ქსელის მეშვეობით ბევრი გვსაყვედურობს - ამ გუნდზე საერთოდ აღარაფერს წერთო...

 

სამწუხაროდ, ჩვენი გაზეთის ფორმარტი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამომწურავად გავაშუქოთ საქართველოს რეგიონული (რანგით მეხუთე) ლიგის თამაშებიც. “ზესტაფონი” ახლა სწორედ ამ ლიგაში ასპარეზობს. ძირითადად ახალგაზრდა ზესტაფონელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და თავის ზონაში პირველ ადგილზეა.

 

გუნდს წვრთნის მალხაზ ღონღაძე - “მარგვეთის” ცოცხალი ლეგენდა, რომლის მთელი კარიერაც ზესტაფონურ კლუბს უკავშირდება. შეგახსენებთ, “ზესტაფონი” ისე მოხვდა მეხუთე ლიგაში, უმაღლესიდან არ გავარდნილა - რა და როგორ იყო მაშინ, ყველას კარგად ახსოვს და ახლა ამაზე აღარ მოგაცდენთ...

 

“ზესტაფონი” რომ ქუხდა, “დავით აბაშიძეზე” ტრიბუნები სავსე იყო, ნემსს ვერ ჩააგდებდით, ხალხი მახლობელი სახლების აივნებს შეეფინებოდა და ისე უყურებდა ფეხბურთს. რა თქმა უნდა, რეგიონულ ლიგაში დასწრება იმხელა აღარ არის, მაგრამ იმდენი ხალხი კი დადის, არაერთ ქართულ სტადიონზე რომ სანატრელია.

 

“ზესტაფონის” ქომაგს ბევრი უნახავს და ეიმედება, რომ მალე საყვარელ გუნდს ისევ ნახავს ძველებურს და მაღალი მიზნებისთვის მებრძოლს...

 

 

ყოველკვირეული სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019