Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.04.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ლიდერთა ფრე საჩხერეში

 

 

 

 

 

25 აპრილს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) მეხუთე ტურის მატჩები - საჩხერის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ადგილობრივი "ჩიხურას" წარმომადგენლებმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 13-წლამდელთა გუნდს უმასპინძლეს.

 

როგორც უკვე იცით, ეს ტურნირი 2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის იმართება და მას გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშება ეწოდება. პირველობა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მხარისა და შიდა ქართლის წარმომადგენელი კოლექტივები ასპარეზობენ.

 

ნორჩი ზესტაფონელები დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში პირველობისათვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს, საჩხერის "ჩიხურას" ესტუმრნენ. როგორც ლიდერთა დაპირისპირებას შეეფერება, მატჩი უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ ფრედ 1-1 დასრულდა - სტუმრები ნიკა ცხადაძის გოლით კი იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება და ქულის გადარჩენა მოახერხეს...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019