Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

01.06.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ბავშვთა დაცვის დღე და მატჩი "დავით აბაშიძეზე"

 

 

 

 

 

2019 წლის 1 ივნისს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) მეთორმეტე ტურის მატჩები - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ცამეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა.

 

საჩხერელ თანატოლებთან დღევანდელი შეხვედრა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაემთხვა... დღესასწაულთან დაკავშირებით ნორჩმა ფეხბურთელებმა ჩვენი კლუბისაგან საჩუქარი მიიღეს და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მწვანე მინდორზე პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს...

 

"ზესტაფონისა" და "ჩიხურას" წარმომადგენელი კოლექტივები გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშების (ამ ასაკობრივ კატეგორიაში იმერეთის ღია პირველობის ოფიციალური სახელწოდება) ფავორიტები არიან და სულაც არაა გასაკვირი, რომ დღევანდელ ზემოიმერულ დერბის 2006 წელს დაბადებულთა საქართველოს ნაკრები გუნდის სელექციონერებიც ესწრებოდენ...

 

რაც შეეხება საჩხერელებთან დაპირისპირების მიმდინარეობას, სასიამოვნოა, რომ ნორჩმა ზესტაფონელებმა სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს შემტევი ფეხბურთი შესთავაზეს, "ჩიხურასთან" შეხვედრის უმეტესი ნაწილი შეტევაში გაატარეს და საბოლოოდ, მეტოქე დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხეს. გატანილი გოლებით კი თავი ბექა ლაბაძემ, სანდრო კვანტიძემ (2) და ტატო ცხადაძემ გამოიჩინეს...

 

გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშების პირველი ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე სატურნირო ცხრილის სათავეში 21-21 ქულით "ქუთაისისა" და "ზესტაფონის" კოლექტივები იმყოფებიან, თუმცა უნდა ითქვას, რომ მარგველებს, უშუალო კონკურენტთან შედარებით, 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019