Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

29.10.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვიდმეტწლამდელთა მორიგი სამი ქულა

 

 

 

 

 

28 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მარგველებმა საფეხბურთო კლუბ "გორის" წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

 

იმერელ და შიდაქართლელ ჭაბუკთა გუშინდელი შეხვედრა გაიმართა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" კუთვნილ ხელოვნურსაფარიან (ე. წ. "ფეროს") მოედანზე, რომელზეც ჩვენი კლუბის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, "ზესტაფონის" ჭაბუკთა კოლექტივების გარდა, ხელოვნურსაფარიან მოედანზე უსასყიდლოდ ვარჯიშობენ და ოფიციალურ მატჩებს ატარებენ მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული და "მარგვეთი-2006"-ს სახელით იმერეთის პირველობაზე მოასპარეზე ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებიც...

 

მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა და 26-ე წუთზე სტუმართა კართან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ თავი ზუსტი თავურით ბესო ფერაძემ გამოიჩინა. ტაიმის ბოლოსწინა, 39-ე წუთზე, გორელებმა ანგარიშში თანასწორობის აღდგენა მოახერხეს - გოლი ნიკა კუპრეიშვილმა გაიტანა...

 

მასპინძლებმა კიდევ ერთხელ დაწინაურება მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, 43-ე წუთზე მოახერხეს - საგოლე შეხება ნიკა ღვალაძის ანგარიშზეა. 50-ე წუთზე კი თავის გოლი გაიტანა შოთა ფანცულაიამ, რომელმაც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე მეტოქე უსაქმოდ დატოვა და კარისკენა თავადვე ზუსტად დაარტყა...

 

57-ე წუთზე "ზესტაფონის" ფორვარდმა ნიკა ღვალაძემ დუბლი გაიფორმა, 70-ეზე კი იგივეს გაკეთება მისმა თანაგუნდელმა ბესო ფერაძემაც მოახერხა. შედეგად, ზესტაფონელებმა ჩვიდმეტწლამდე ჭაბუკთა "ვერცხლის ლიგის" მიმდინარე ტურნირში მორიგი გამარჯვება, ამჯერად ანგარიშით 5-1 მოიპოვეს.

 

 

28.10.2018. U-17. ”ზესტაფონი” - ”გორი” 5-1

"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, თ. ჭუმბურიძე, ნასრაძე, სვიანაძე, გ. ღონღაძე, სხილაძე, დ. ბებიაშვილი, ღვალაძე (გ. გიორგაძე, 77), ბ. ფერაძე, ფანცულაია, ჭანტურიძე (თვალაბეიშვილი, 71).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018