Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.12.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ჭალადიდის მეურნეობაში მინდვრები ისევ გამწვანდა

 

 

 

 

 

ჩვენი გვერდი აქამდეც წერდა იმ გრანდიოზული პროექტის შესახებ, რომელსაც საქართველოს საფეხბურთო არენებზე ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს - ქვეყნის უკვე რამდენიმე ქალაქის სტადიონზე კომპანია "Lawns of Georgia"-ს მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის ნატურალური რულონური გაზონის დაგების პროცესი მიმდინარეობს.

 

კომპანია "Lawns of Georgia" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეპატრონეთა ძალისხმევითაა შექმნილი. კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს მის ხელში არსებული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებასა და შემდგომ განვითარებას...

 

სწორედ ამ მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში "Lawns of Georgia"-ს ამოქმედებული აქვს მეურნეობა, რომელიც UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სპორტული დანიშნულების რულონური გაზონების დამზადებითაა დაკავებული.

 

კომპანიის მიერ წარმოებული საფარის მაღალი ხარისხისა და მისი პატრონაჟის ქვეშ არსებული საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" კუთვნილ ინფრასტრუქტურასთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაზონების შეძენა სწორედ კომპანია "Lawns of Georgia"-საგან გადაწყვიტა.

 

რამდენიმე თვის წინ სოფელ ჭალადიდში არსებულ მეურნეობაში მოჭრილი ბალახი ფოთისა და წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონებზე, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონზე, ქობულეთის "ჩელე-არენაზე" და თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის სტადიონზე იქნა დაგებული.

 

სწორედ კომპანია "Lawns of Georgia"-ს მიერ წარმოებული ნატურალური მხვანე საფარი იქნა გამოყენებული ქალაქ რუსთავში სულ ახლახან გახსნილ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის ნატურალურ მინდვრებზეც...

 

რაც შეეხება ჭალადიდის მეურნეობას, იქ ახალი ბალახი (ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის უმაღლესი ხარისხის ბალახის თესლის ორი სპეციალური სახეობა) დაითესა და სადღეისოდ ის შემდეგნაირად გამოიყურება...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018