გასული წლის ბოლოს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე სპორტული კომპლექსის ორ საფეხბურთო მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო გაზონების დამზადებითაა დაკავებული და უკვე რამდენიმე წელია ამ სფეროში წარმატებით ფუნქციონირებს ...
თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილმა "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტებმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ზემო იმერეთში მდებარე სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მოედნებზე ჩვენი კლიმატური პირობებისათვის საგანგებოდ შერჩეული ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის უმაღლესი ხარისხის ორი სახეობის ბალახი დათესეს...
დათესვის შემდეგ ორივე მოედანი, ბაზაზე არსებული მესამე მინდვრის მსგავსად, ადგილობრივი პერსონალის მხრიდან ყოველდღიური დაკვირვებისა და მოვლის რეჟიმშია... ბალახმა ამოსვლა მალევე დაიწყო და სადღეისოდ მინდვრები ძალიან კარგ მდგომარეობაში გახლავთ...
ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური კი ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე სადღეისოდ არსებული ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს სიამოვნებით გთავაზობთ...