Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.10.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული გუნდი მზადებას განაგრძობს

 

 

 

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის მზადების დასკვნით ეტაპზეა. ეროვნულ გუნდში გამოძახებული 24 ფეხბურთელი სრული დატვირთვით ემზადება. საწვრთნელი პროცესის მეოთხე დღეს, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, ვარჯიში ერთი საათი გაგრძელდა. ამ დროისთვის, შეკრებაზე მყოფი თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

 

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ერთა ლიგის შეხვედრაში მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების პრესკონფერნეცია "დინამო არენაზე" ჩატარდება. საქართველოს მომავალი მეტოქე - ანდორა მატჩის მასპინძელ სტადიონზე 12 ოქტომბერს ივარჯიშებს. საქართველოს ნაკრები შეხვედრამდე ბოლო ვარჯიშს კვლავ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ფოტო- და ვიდეომასალას, რომელზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩვენს ბაზაზე ვარჯიშის მიმდინარეობაა ასახული...

 

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის პუბლიკაცია და ფოტო(ვიდეო)მასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018