Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.10.2018

 

 

 

 

 

 

 

 

"ვერცხლის ლიგის" მორიგი მატჩები

 

 

 

 

 

2018 წლის 6 და 7 ოქტომბერს გაიმართა ჭაბუკთა შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტ- და თხუთმეტწლამდელთა გუნდები შესაბამისად ზუგდიდელ და ქობულეთელ თანატოლებს ესტუმრნენ.

 

ზესტაფონელმა თხუთმეტწლამდელებმა მიმდინარე ტურნირის "დასავლეთის ჯგუფის" რიგით მეცამეტე ტურის შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურის სტადიონზე დღეს გამართეს. ქობულეთის "შუქურას" წარმომადგენელ თანატოლებთან დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა და საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა...

 

მატჩის პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით წარიმართა - ზესტაფონელები მატჩის დებიუტშივე, უკვე მე-6-ე წუთზე შოთა ნებიერიძის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ. იმერელთა პირველი გოლის ავტორმა 29-ე წუთზე დუბლის შესრულებაც მოახერხა და ტაიმი სტუმართა კომფორტული უპირატესობით 2-0 დასრულდა...

 

მეორე ტაიმი ქობულეთელთა შეტევებით დაიწყო... აჭარლები ძალიან აქტიურობდნენ და მალევე ანგარიშში სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს. რა გასაკვირია, რომ ამის შემდეგ მოედანზე დაძაბულობამ იმატა და ასე გაგრძელდა შეხვედრის 63-ე წუთამდე, როდესაც ზესტაფონელმა შოთა ანდრიაძემ სტუმართა ორბურთიანი "ჰანდიკაპი" აღადგინა....

 

მატჩის მიწურულს, კერძოდ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში "შუქურამ" ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება კიდევ ერთხელ კი მოახერხა, მაგრამ ზესტაფონელთა საბოლოო გამარჯვებას აღარაფერი "დამუქრებია" - 3-2.

 

 

07.10.2018. U-15. ”შუქურა” (ქობულეთი) - ”ზესტაფონი” 2-3

"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე, დ. გაჩეჩილაძე, კაპანაძე, ა. ცხადაძე, კლდიაშვილი (შალამბერიძე, 64), ნ. ცხადაძე (პაპიძე, 52), ფანჩულიძე, ნ. ჭუმბურიძე, ანდრიაძე (ლ. ბებიაშვილი, 67), ნებიერიძე, ა. ტაბატაძე (თაბუკაშვილი, 36).

 

 

* * *

 

ჩვენი კლუბის ჩვიდმეტწლამდელთა კოლექტივმა კი თავის შეხვედრა გუშინ ზუგდიდის საფეხბურთო ბაზაზე გამართა. მეთორმეტე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ზუგდიდის აკადემიის გუნდი დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარე ტურნირის "დასავლეთის ჯგუფის" ლიდერ იმერელთა დამარცხება ანგარიშით 2-0 მოახერხა...

 

 

06.10.2018. U-17. ”სფფ-ს აკადემია” (ზუგდიდი) - ”ზესტაფონი” 2-0

"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, ღონღაძე, სვიანაძე, ნასრაძე (ჯანიაშვილი, 56), ახვლედიანი, თვალაბეიშვილი, დ. ბებიაშვილი (გიორგაძე, 64), სხილაძე, ფანცულაია, ღვალაძე, ბ. ფერაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018