Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.11.2018

 

 

 

 

 

 

 

 

თხუთმეტწლამდელთა საშინაო ფრე

 

 

 

 

 

24 ნოემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" ბოლოსწინა, ოცდამეერთე ტურის შეხვედრა ჩაატარა. ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მარგველებმა მარტვილის "მერანს" უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელ და მარტვილელ თხუთმეტწლამდელთა შეხვედრა გაიმართა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" კუთვნილ ხელოვნურსაფარიან (ე. წ. "ფეროს") მოედანზე, რომელზეც ამ რამდენიმე წლის წინ უსაფრთხოების მიმართ უეფას მიერ გამკაცრებული მოთხოვნების გამო აღარ ტარდებოდა სფფ-ს მიერ ორგანიზებული ოფიციალური შეხვედრები.

 

ბოლო პერიოდში კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის სტრუქტურებთან შეთანხმებით, არენაზე განხორციელდა სათამაშო მოედნის ზომების შემცირებასთან დაკავშირებული სამუშაოები და აქედან გამომდინარე, ხელოვნურსაფარიან მოედანზე შესაძლებელია გახდა ბავშვთა და ჭაბუკთა ტურნირების მატჩების გამართვა...

 

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენი კლუბის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენელ კოლექტივთა გარდა, ხელოვნურსაფარიან მოედანზე უსასყიდლოდ ვარჯიშობენ და ოფიციალურ მატჩებს ატარებენ მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული და "მარგვეთი-2006"-ს სახელით იმერეთის პირველობაზე მოასპარეზე ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებიც...

 

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, თხუთმეტწლამდელთა ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის ბოლოსწინა ტურის შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და უკვე 13-ე წუთზე, შოთა ანდრიაძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, ზუსტი დარტყმით თავი ზესტაფონელმა დათო ფანჩულიძემ გამოიჩინა...

 

შეხვედრის მეორე ნახევარი სტუმართა შეტევებითა და გოლებით დაიწყო - 47-ე წუთზე თემურ ჩერქეზიამ გაიტანა, ხოლო 49-ეზე გიგა თათელიშვილმა წინ უკვე სტუმრები გაიყვანა. მატჩის მიწურულს ისევ მასპინძლებმა შეუტიეს და ქულის გადარჩენა მატჩის მიწურულს მოახერხეს - 64-ე წუთზე გოლი დათო გაჩეჩილაძემ გაიტანა. საბრძოლო ფრე - 2-2.

 

 

24.11.2018. U-15. ”ზესტაფონი” - ”მერანი” (მარტვილი) 2-2

"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე, ა. ცხადაძე, დ. გაჩეჩილაძე, კაპანაძე, ლ. გურული, დ. ტაბატაძე (მახათაძე, 43), ფანჩულიძე, ნ. ჭუმბურიძე, ნებიერიძე, ანდრიაძე (პაპიძე, 59), , ნ. ცხადაძე (თაბუკაშვილი, 51).

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018