Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.01.2019

 

 

 

 

 

 

 

 

სფფ-ს ყრილობა 15 თებერვალს გაიმართება

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXIX-ე საარჩევნო ყრილობა ჩატარდება. ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაში მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა 29 სუბიექტმა.

 

15 თებერვლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც ამ დრომდე არ მიუმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოსთვის.

 

საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 2019 წლის 21 იანვარს ამოიწურა. დარეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელიც გუშინდელი დღის ჩათვლით, კანდიდატად ორგანიზაციის 28 შემდეგმა სუბიექტმა წარადგინა:

1. ს.კ. დინამო თბილისი
2. ს.კ. სიონი
3. ს.კ. მერანი მარტვილი
4. ს.კ. სამტრედია
5. ს.კ. ცხინვალი
6. ს.კ. ვიტ ჯორჯია
7. ს.კ. ტორპედო ქუთაისი
8. ს.კ. კოლხეთი 1913
9. ს.კ. გაგრა
10. ს.კ. ზუგდიდი
11. ფ.კ. გორი
12. ქალთა ფეხბურთის ფედერაცია
13. მცხეთა-მთიანეთის რფფ
14. აჭარის ფეხბურთის ფედერაცია
15. სამეგრელო-ზემო სვანეთის რფფ
16. ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი
17. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია
18. სამცხე ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია
19. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია
20. გურიის რფფ
21. რაჭა-ლეჩხუმისა და ქ. სვანეთის ფეხბურთის ფედერაცია
22. შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაცია
23. ფუტსალის ასოციაცია
24. კახეთის ფეხბურთის ფედერაცია
25. იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია
26. ფეხბურთის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კავშირი
27. ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება
28. თბილისის ფეხბურთის ფედერაცია.

 

სფფ-ს ზემოთ ჩამოთვლილ სუბიექტებთან ერთად, ყრილობის მუშაობაში მონაწილეობას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონიც" მიიღებს. შესაბამისად, სულ, საარჩევნო ყრილობაში მონაწილეობას ფედერაციის 29 სუბიექტი მიიღებს...

 

15 თებერვალს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, აღმასრულებელ კომიტეტსაც ოთხი წლის ვადით აირჩევენ.

ფეხბურთის ფედერაციის 29-ე ყრილობა, სასტუმრო "ჰუალინგში" გაიმართება და მუშაობას 12:00 საათზე შეუდგება...

 

სფფ-ს ოფიციალური ინტერნეტგვერდის პუბლიკაციის მიხედვით

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019