02.12.2018
გამწვანებული ბაზის ამბები
ამ რამდენიმე კვირის წინ ჩვენი საიტი იუწყებოდა, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" იმერეთში მდებარე ბაზაზე სამშენებლო ხასიათის სამუშაოები იყო გაჩაღებული - 1-3 ნოემბერს კომპანია "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტთა მიერ მარგველთა სპორტული კომპლექსის ერთბაშად ორ საფეხბურთო მოედანზე ბალახი დაითესა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, სამუშაოები "ზესტაფონის" ბაზაზე შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტური და UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო გაზონების დამზადებითაა დაკავებული...
თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილმა სპეციალისტებმა, იმერელთა ბაზაზე ჩატარებული სამუშაოებისას, ისევ როგორც თბილისის ზღვასთან მდებარე კომპლექსის მიედნებსა და "ზესტაფონის" იმერულ ბაზაზე ამ წუთისათვის მოქმედი მოედნის მსგავსად, გაზონების დამზადების სფეროში სახელგანთქმული ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის უმაღლესი ხარისხის ბალახის თესლის ორი სპეციალური სახეობა გამოიყენეს.
აუცილებლად უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ დათესვის შემდეგ ორივე მოედანი ადგილობრივი პერსონალის მხრიდან ყოველდღიური დაკვირვების რეჟიმშია და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მეტიც, ბალახმა ამოსვლა მალევე დაიწყო და დათესვიდან ერთი თვის თავზე მინდვრები უკვე გადამწვანებულია ...
ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური კი ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე სადღეისოდ არსებული ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ.
|