Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.05.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ცამეტწლამდელებმა ლიდერობა განიმტკიცეს

 

 

 

 

 

17 მაისს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) მეცხრე ტურის მატჩები - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ცამეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა.

 

ზღვისპირელებთან დღევანდელ შეხვედრა გაიმართა ხელოვნურსაფარიან (ე. წ. "ფეროს") მოედანზე, რომელზეც, ჩვენი კლუბის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, "ზესტაფონის" წარმომადგენელ კოლექტივთა გარდა, უსასყიდლოდ ვარჯიშობენ და ოფიციალურ მატჩებს ატარებენ მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული და "მარგვეთი-2006"-ს სახელით იმერეთის პირველობაზე მოასპარეზე ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებიც...

 

რაც შეეხება ქობულეთელებთან დაპირისპირებას, ის ძალიან დაძაბულად წარიმართა და შეხვედრის ბედი მატჩის მიწურულს ზესტაფონელი ლუკა კვეტენაძის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა - 1-0. ამ გამარჯვებით იმერლებმა ტურნირის ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცეს...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019