Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.02.2019

 

 

 

 

 

 

 

 

"დასავლეთის თასის" სასტარტო შეხვედრა

 

 

 

 

 

დღეს, 11 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი-2019"-ს გათამაშების სასტარტო მატჩი გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მასპინძლებმა რეგიონლიგის წარმომადგენელ ხარაგაულის საფეხბურთო კლუბ "ჩხერიმელას" უმასპინძლეს.

 

"დასავლეთის თასის" ტრადიციულ წინასასეზონო ტურნირში სულ 12 გუნდი მონაწილეობს. გუნდები 3 ჯგუფად არიან დაყოფილნი. თითოეულ ჯგუფში 4-4 გუნდია, რომლებიც ერთმანეთს ერთ წრედ წრიული სისტემით გაეჯიბრებიან. ჯგუფების თამაშები ქუთაისის ,,ტორპედოს" ბაზაზე, წყალტუბოში, სერგიეთში და ზესტაფონში იმართება. ნახევარფინალში ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის...

 

ზემოიმერული კლუბების დღევანდელი დაპირისპირება "ზესტაფონის" დიდი უპირატესობით წარიმართა და ეს უპირატესობა საბოლოო ანგარიშზეც იქნა ასახული. მატჩის დებიუტშივე მასპინძლები ლაშა ბუბულაშვილმა დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლომდე ბესო ფერაძის და აკაკი დვალის მიერ გატანილი გოლებით, მასპინძლები უკვე სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ.

 

შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში აკაკი დვალმა დუბლის შესრულება მოახერხა, ხოლო მატჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლით თავი მასპინძელთა 17 წლის ნახევარმცველმა შოთა ფანცულაიამ გამოიჩინა. საბოლოოდ, ზესტაფონელებმა მატჩი დიდი ანგარიშით 5-0 მოიგეს.

 

"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, ბუღაძე, ბუბულაშვილი, დვალი, გაჩეჩილაძე, გოგობერიშვილი, ბ. ფერაძე, შარვაძე. მეორე ტაიმში კი მასპინძელთა რიგებში ა. ფერაძე, სვიანაძე, აბჟანდაძე, ფანცულაია, სამხარაძე, სხილაძე და ჭუმბურიძე გამოჩნდნენ.

 

"დასავლეთის თასის" გათამაშების მორიგ შეხვედრას მარგველები 15 თებერვალს გამართავენ - ამ დღეს ზესტაფონს რეგიონლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი ბაღდათის საფეხბურთო კლუბი "საირმე" ესტუმრება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019