Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

21.10.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვიდმეტწლამდელთა ფრე წყალტუბოში

 

 

 

 

 

2018 წლის 20 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა "ვერცხლის ლიგის" მორიგი მატჩი გამართა. მიმდინარე ტურნირის დასავლეთის ჯგუფის რიგით მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები წყალტუბოს "სამგურალს" ესტუმრნენ.

 

წყალტუბოელი და ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელების დღევანდელი შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველი ტაიმი მარგველთა მცირე ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და ეს უპირატესობა პირველი ტაიმის მიწურულს (38-ე წუთი) სტუმართა ნახევარმცველის შოთა ფანცულაიას მიერ გატანილ გოლში იქნა ასახული...

 

მეორე ტაიმში მოედანზე უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა - მასპინძლები მატჩის გადარჩენას ლამობდნენ, სტუმრები კი ანგარიშში თავის უპირატესობის კიდევ უფრო განმტკიცებას. საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ ზესტაფონელებმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაანიავეს და მატჩის მიწურულს გამარჯვება ხელიდან გაუშვეს - 72-ე წუთზე წყალტუბოელებმა პენალტი გაიტანეს. დასანანი ფრე - 1-1.

 

ჩვიდმეტწლამდელთა "ვერცხლის ლიგაში" გამართული 14 ტურის შემდეგ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელები დასავლეთის ჯგუფის სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. შემდეგ შეხვედრაში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება, ჩვენი ბიჭები საფეხბურთო კლუბ "გორის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლებენ...

 

 

20.10.2018. U-17. ”სამგურალი” (წყალტუბო) - ”ზესტაფონი” 1-1

"ზესტაფონი" (U-17): აბრამიშვილი, თ. ჭუმბურიძე, ნასრაძე, სვიანაძე, გ. ღონღაძე, სხილაძე, ახვლედიანი, დ. ბებიაშვილი, ჯანიაშვილი, ფანცულაია, ჭანტურიძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018