Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

30.09.2018

 

 

 

 

 

 

 

 

17-წლამდელებმა სამტრედიელები კიდევ ერთხელ დაამარცხეს

 

 

 

 

 

2018 წლის 30 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა - "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში მარგველებმა საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები და დღევანდელ შეხვედრაში მათი მეტოქე სამტრედიელები მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზეც ერთ ჯგუფში ასპარეზობდნენ - დიდ ჯიხაიშში გამართული შეხვედრა ზემოიმერლებმა მინიმალური უპირატესობით 1-0 მოიგეს, ხოლო ზესტაფონში მეტოქე უფრო დამაჯერებლად 5-2 დაამარცხეს.

 

რაც შეეხება U17 ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის პირველი წრის შეხვედრას, ის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში მდებარე საფეხბურთო კლუბ "სალხინოს" ბაზაზე გაიმართა და ზესტაფონელთა გამანადგურებელი გამარჯვებით, ანგარიშით 7-1 დასრულდა...

 

"ვერცხლის ლიგის" მეორე წრის დაპირისპირება კი ზესტაფონელთა ბაზაზე გაიმართა და სამტრედიელთა კიდევ ერთი განადგურებით, ისევ ანგარიშით 7-1 დასრულდა. ანგარიში ბესო ფერაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ უკვე 9-ე წუთზე, 23-ე წუთზე კი შოთა ფანცულაიამ ის ორამდე გაზარდა ...

 

ამის შემდეგ საქმეში ზესტაფონბელთა კიდევ ერთი შემტევი ნიკა ღვალაძე ჩაერთო და ტაიმის ბოლომდე დუბლის (31-ე და 34-ე წუთებზე) შესრულებაც მოახერხა. თანაგუნდელს არც ბესო ფერაძე ჩამორჩა და 38-ე წუთზე დუბლის შესრულება მანაც მოახერხა. შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა გამარჯვებით 5-0 დასრულდა.

 

მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა და 50-ე წუთზე ლუკა შენგელიამ "პრესტიჟის გოლი" გაიტანა. პასუხად, 52-ე წუთზე ბესო ფერაძემ "ჰეთ-თრიკი" შეასრულა. დღევნადელი შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 60-ე წუთზე სულხან სვიანაძის ზუსტი თავურის შემდეგ დაფიქსირდა...

 

 

30.09.2018. U-17. ”ზესტაფონი” - ”სამტრედია” 7-1

"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, თ. ჭუმბურიძე, ნასრაძე, სვიანაძე, გ. ღონღაძე, დ. ბებიაშვილი (თვალაბეიშვილი, 61), სხილაძე (ანდრიაძე, 75), ფანცულაია (ჯანიაშვილი, 65), ღვალაძე (ნ. ჭუმბურიძე, 72), ჭანტურიძე (ახვლედიანი, 39), ბ. ფერაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018