Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 

 

 

 

 

 

 

08.07.2020

"სარბიელის" პუბლიკაცია: "ეს არის ზესტაფონი"…

 

8 ივლისს გამოცემა "სარბიელში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ გიორგი ღოღობერიძის პუბლიკაცია, რომელიც მოახლოვებული სეზონისათვის "ზესტაფონის" მზადებისა და გუნდში მომხდარი საინტერესო ცვლილებების შესახებ მოგვითხრობს. ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ ...

06.07.2020

პირველი სპარინგი პანდემიის შემდეგ

 

”ზესტაფონი” სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 6 ივლისს ჩვენმა გუნდმა პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ლიგა-4-ის წარმომადგენელ ხონის "იმერეთს" უმასპინძლეს ...

03.07.2020

”ზესტაფონი” სეზონისათვის მზადებას შეუდგა

 

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ ”ზესტაფონმა” საწვრთნელი პროცესი განაახლა და ახალი სეზონისათვის მზადებას ისევ შეუდგა. სამთვიანი "არდადეგების" შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა ...

29.06.2020

ტელეკომპანია "არგოს" სიუჟეტი

 

გთავაზობთ სამაუწყებლო ტელეკომპანია ”არგოს” მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებისა და მოახლოვებული სეზონის სტარტისათვის "ზესტაფონის" პირველი გუნდის მზადების შესახებ მოგვითხრობს ...

18.06.2020

"ზესტაფონს" დაარსებიდან 16 წელი შეუსრულდა

 

„ზესტაფონს“ დაარსებიდან 16 წელი შეუსრულდა. წარმოგიდგენთ მასალას, რომელიც ამ წლების მანძილზე ჩვენი კლუბის მიერ განვლილ გზაზე,  მის ისტორიაზე, სპორტულ მოედნებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში „ზესტაფონის“ წარმატებებზე მოგითხრობთ ...

06.06.2020

”ზესტაფონი” ულოცავს!

 

დაბადების დღეს ვულოცავთ ”ზესტაფონის” გენერალურ დირექტორს, ბატონ კორნელი კოკაიას (დღეს მას 61 წელი შეუსრულდა), კლუბის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, დღესდღეობით კი ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორს, ბატონ ვასილ გველესიანს და მენეჯერ ირაკლი მინაშვილს!

27.05.2020

საგაზაფხულო სამუშაოები სტადიონსა და ბაზაზე

 

ზესტაფონის გარეუბანში მდებარე ჩვენი კლუბის საწვრთნელი ბაზის მოედნებსა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მწვანე საფარის განახლება-მოწესრიგებასთან დაკავშირებული გეგმიური საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს ...

14.05.2020

დღე, რომელიც ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა!

 

დღეს "ზესტაფონისათვის" ისტორიული დღეა - ზუსტად 9 წლის წინ, 2011 წლის 14 მაისს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის 34-ე ტურის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა "სამტრედია” დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა და საკუთარ ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა ...

07.05.2020

”ზესტაფონი” ბატონ ნოდარ ახალკაცს ულოცავს!

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, შემდგომში კი ფიფაში სხვადასხვა თანამდებობაზე მოღვაწე ბატონ ნოდარ ახალკაცს ფიფას წევრი ევროპული ასოციაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს!

23.04.2020

"ზესტაფონის" მორიგი აღიარება!

 

ჩვენ უკვე ვწერდით იმაზე, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული პაუზის პირობებში, საფეხბურთო ცხოვრებამ მწვანე მინდვრებიდან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. სხვადასხვა გამოცემა თუ სოციალურ ქსელში მოღვაწე სპორტული გვერდი ნაირნაირი სახის გამოკითხვებს ატარებს ...

16.04.2020

"45 წუთი ალეკო კაკაურიძესთან ერთად"

 

2020 წლის 15 აპრილს ტელეკომპანია "არგოს" ეთერში გავიდა სპორტული თოქ-შოუ „45 წუთი ალეკო კაკაურიძესთან ერთად“, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" დაკავშირებულ სიაახლეებს მიეძღვნა. ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური ამ გადაცემის ვიდეოჩანაწერს სრულად გთავაზობთ ...

13.04.2020

"ზესტაფონი" ვირტუალური თასის მფლობელია!

 

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პაუზის პირობებში, საფეხბურთო ცხოვრებამ მწვანე მინდვრებიდან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. სპორტულმა გვერდმა "სპორტ-ექსპრესმა" საქართველოს ვირტუალური თასის გათამაშების გამართვა გადაწყვიტა ...

16.03.2020

ჯაბა დვალის სტუმრობა "არგოს" ეთერში

 

მიმდინარე წლის 15 მარტს სამაუწყებლო ტელეკომპანია "არგოს" ეთერში გავიდა სპორტული თოქ-შოუ „45 წუთი ალეკო კაკაურიძესთან ერთად“, რომელსაც "ზესტაფონის" მენეჯერი ჯაბა დვალი ესტუმრა. ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური ამ გადაცემის ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ...

14.03.2020

ჯაბა დვალი ზესტაფონზე: სახლში დავბრუნდი!

 

"ზესტაფონს" 35 წლის ჯაბა დვალი დაუბრუნდა. გამოცდილი ფორვარდი, ვინც იმ კარგი "ზესტაფონის" ლიდერთაგანი გახლდათ, გულშემატკივარს დიდი სიხარული რომ აჩუქა. დვალი მარგველთა რიგებში იასპარეზებს და, ამასთან ერთად, კლუბის საქმეების მოგვარებაზეც იზრუნებს ...

12.03.2020

"მწვანეები" "წითლების" წინააღმდეგ

 

”ზესტაფონმა” სეზონისათვის მზადების პირველი ეტაპი დღეს გამართული ორმხრივი შეხვედრით დაასრულა. მალხაზ ღონღაძემ ფეხბურთელები ორ პირობით გუნდად - ”მწვანეებად” და ”წითლებად” დაჰყო და ზესტაფონის ბაზაზე საინტერესო ”ბურთაობა” გაჩაღდა ...

10.03.2020

ჯაბა დვალი “ზესტაფონში” დაბრუნდა

 

“ზესტაფონის” ლეგენდარული ფორვარდი და კაპიტანი ჯაბა დვალი გუნდში დაბრუნდა. გუნდის ფერების დაცვის პარალელურად, 35 წლის ვეტერანი კლუბში მენეჯერის პოზიციაზე იმუშავებს და თბილისის ზღვის ბაზაზე გახსნილი "ზესტაფონის" ბავშვთა და ჭაბუკთა აკადემიის კურატორი იქნება ...

09.03.2020

"ლელოს" პუბლიკაცია: ახალი აკადემია, ახალი რეალობა ...

 

მიმდინარე წლის 9 მარტს ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ სერგო კორძაიას საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც თბილისის ზღვის მახლობლად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბავშვთა და ჭაბუკთა აკადემიის გახსნის შესახებ მოგვითხრობს...

09.03.2020

"პირველი არხის" სიუჟეტი

 

გთავაზობთ ”პირველი არხის” მიერ მომზადებულ და საინფორმაციო პროგრამა "მოამბეში" გასულ ძალიან საინტერესო სიუჟეტს, რომელიც თბილისის ზღვის ბაზაზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბავშვთა და ჭაბუკთა ორიოდე დღის წინ გახსნილი აკადემიის შესახებ მოგვითხრობს...

08.03.2020

ამხანაგური მატჩი ზუგდიდელებთან

 

”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. მიმდინარე წლის 8 მარტს, ზესტაფონში მდებარე კლუბის ბაზაზე, ჩვენმა გუნდმა ეროვნული ლიგა-4-ს წარმომადგენელ ზუგდიდის ”ოდიში-1919”-ს უმასპინძლა ...

07.03.2020

"ზესტაფონის" კარგი ფონი

 

"ზესტაფონი" სერიოზულად ამუშავდა: თბილისის ზღვასთან მდებარე ბაზაზე კლუბის აკადემია გაიხსნა. როგორც იცით, საქართველოს ნაკრები სწორედ "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშობს. ასე რომ, იმერულ კლუბს თავისი ნიშა აქვს ქართულ ფეხბურთში და არცთუ უმნიშვნელოც ...

06.03.2020

"ზესტაფონი" ემზადება, ძლიერდება და აკადემიას ხსნის!

 

მიმდინარე წლის 6 მარტს გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალის სერგო კორძაიას პუბლიკაცია, რომელშიც საუბარი "ზესტაფონში" მიმდინარე პროცესებსა და კლუბთან დაკავშირებულ სიახლეებს ეხება. ჩვენ ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ ...

05.03.2020

თბილისის აკადემია 7 მარტს გაიხსნება

 

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის მარტიდან ფუნქციონირებას იწყებს "ზესტაფონის" აკადემია. კლუბის მენეჯმენტის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, ზესტაფონში მოქმედი ჭაბუკთა გუნდების პარალელურად, ბავშვთა აკადემიის თბილისში შექმნის შესახებ ...

04.03.2020

ზესტაფონელთა პირველი სპარინგი

 

”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 2020 წლის 4 მარტს ჩვენმა გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ლიგა-3-ს წარმომადგენელ ტყიბულის "მეშახტეს" უმასპინძლეს ...

02.03.2020

”ზესტაფონი” მზადებას განაგრძობს

 

"ზესტაფონის" პირველი გუნდი საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის 2020 წლის გათამაშების აპრილის დასაწყისში დაგეგმილი სტარტისთვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს. ბოლო დღეებში გუნდს რამდენიმე ახალწვეული შეუერთდა ...

29.02.2020

ჩემპიონატის დებულება და ლიგა-4-ის კალენდარი

 

ორიოდე დღის წინ სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებაში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის 2020 წლის გათამაშების კენჭისყრის პროცედურა, რომლის შედეგების გათვალისწინებით კარსმომდგარი ტურნირის კალენდარი იქნა შემუშავებული ...

25.02.2020

”ზესტაფონი” მზადებას შეუდგა

 

”ზესტაფონი” საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას შეუდგა. იმერული გუნდი 24 თებერვალს მშობლიურ ქალაქში შეიკრიბა - ზამთრის არდადეგების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა ...

23.02.2020

"45 წუთი ალეკო კაკაურიძესთან ერთად"

 

ტკ "არგოს" ეთერში გავიდა თოქ-შოუ „45 წუთი ალეკო კაკაურიძესთან ერთად“, რომელსაც "ზესტაფონის" მენეჯერი სერგო ფუტკარაძე ესტუმრა. გადაცემა ჩემპიონატის დებულებაში დაგეგმილ ცვლილებებსა და კლუბთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მომხდარ ამბებს მიეძღვნა ...

20.02.2020

''ზესტაფონი'' თბილისის ზღვაზე აკადემიას აფუძნებს!

 

ცოტა ხნის წინ "ზესტაფონი" რანგით მე-4 ლიგაში დაწინაურდა. რა თქმა უნდა, მარგველებს მეტი სურთ და ისინი უმაღლეს ლიგაში კუთვნილი ადგილისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებენ, თუმცა ორგზის ჩემპიონი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა უმაღლეს ლიგას და ესეც საქმეა ...

18.02.2020

"ზესტაფონი" თბილისში ჭაბუკთა აკადემიას აყალიბებს

 

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტიდან ფუნქციონირებას იწყებს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" აკადემია. კლუბის მენეჯმენტის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, ზესტაფონში მოქმედი ჭაბუკთა გუნდების პარალელურად, ბავშვთა აკადემიის თბილისში შექმნის შესახებ ...

13.02.2020

"ზესტაფონი" ლიგა-4-ში იასპარეზებს

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ დებულებაში ცვლილებები შედის და 2020 წელს ლიგა 4-ში 16 გუნდი იასპარეზებს - რეგიონული ლიგიდან ლიგა 4-ში დაწინაურებულთა შორის "ზესტაფონიც" იქნება ...

05.02.2020

"ლელოს" პუბლიკაცია: "შიშველი სიმართლე"

 

გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელიც ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს მიმოიხილავს. ამ მასალაში რიგ სხვა საკითხთან ერთად "ზესტაფონთან" დაკავშირებულ ამბებზეც საუბრობენ. ჩვენი გვერდის მომხმარებელს ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ ...

18.01.2020

წარმატებები თორნიკეს!

 

თბილისის "დინამო" ზამთრის შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა, სადაც გუნდი ტესტმატჩებს გამართავს. ჩვენი გვერდის მკითხველთა ყურადღება კი ამ ფაქტზე იმის გამო შევაჩერეთ, რომ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთა რიგებში ახალგაზრდა ფორვარდი თორნიკე ახვლედიანი იმყოფება ...

14.01.2020

”ზესტაფონი” ბატონ ნოდარ ახალკაცს ულოცავს!

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი” დაბადების დღეს ულოცავს ახლო წარსულში სფფ-ის პრეზიდენტს, დღესდღეობით კი ფიფაში საპასუხიმგებლო თანამდებობაზე მოღვაწე ბატონ ნოდარ ახალკაცს, რომელსაც 14 იანვარს 44 წელი შეუსრულდა!

01.01.2020

გილოცავთ ახალ წელს!

 

ახალი, 2020 წლის შემობრძანება გვინდა მივულოცოთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია "ზესტაფონი" - კლუბის მეპატრონესა და მენეჯმენტს, თანამშრომლებს, რიგით ქომაგსა და "ზესტაფანებს"! ვიმედოვნებთ, რომ ყველა ჩვენგანისათვის მომავალი წელი სიხარულის მომტანი იქნება ...

25.12.2019

"ზესტაფონის" ყველა ოფიციალური მატჩი

 

დასრულდა მორიგი საფეხბურთო სეზონი... "ზესტაფონის" ვებგვერდმა ჩვენი გუნდის მიერ ახლახან დასრულებულ სეზონში ჩატარებული მატჩების სტატისტიკა უკვე შემოგთავაზათ. დღეს კი მარგველთა მიერ გამართული ყველა ოფიციალური მატჩის შესახებ მოგითხრობთ ...

20.12.2019

საახალწლო საჩუქრები ჭაბუკებისთვის

 

სულ რამენიმე კვირის წინ დასრულდა სკოლების კატეგორიზაციის პროცესი. ეს პროექტი ემსახურება საქართველოში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას. მთელი ქვეყნის მასშტაბით მასში 94-მა სკოლამ, მათ შორის "ზესტაფონმა", მიიღო მონაწილეობა ...

14.12.2019

"რეტროსპექტივა": სარეკორდო გამარჯვება "დინამოსთან"

 

დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივაში" ზუსტად 8 წლის წინ გამართულ ერთ მატჩზე მოგითხრობთ - 2011 წლის 14 დეკემბერს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრაში ”ზესტაფონი” ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ თბილისის ”დინამოს” დაუპირისპირდა ...

07.12.2019

2019 წლის სეზონი ციფრებში

 

XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის გათამაშება სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ტრადიციისამებრ, ჩვენი საიტი გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტატისტიკას, რომელიც ”ზესტაფონის” და გუნდის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება ...

02.12.2019

სეზონის შევერცხლილი ფინალი

 

30 ნოემბერს წყალტუბოს ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის თასის გათამაშების (გურამ ნიშნიანიძის სახელობის ტურნირი) ფინალური მატჩი. "ზესტაფონის" U13 გუნდი ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდა ...

27.11.2019

გამარჯვებით დასრულებული სეზონი

 

მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" დასკვნითი, რიგით მეთვრამეტე ტურის მატჩები - "დავით აბაშიძეზე" გამართულ შეხვედრაში "ზესტაფონმა" ვანის "სულორს" უმასპინძლა ...

23.11.2019

დაჯილდოვება და ფინალის საგზური

 

ამ ორიოდე დღის წინ წყალტუბოს ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის გურამ ნიშნიანიძის სახელობის ტურნირის ნახევარფინალური მატჩები. "ზესტაფონის" U13 გუნდი სკოლა "ქუთაისის" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდა ...

20.11.2019

უხვგოლიანი მატჩი სამეგრელოში

 

20 ნოემბერს "ზესტაფონმა" ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის მეორე ეტაპის მორიგი მატჩი გამართა. წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებულ "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "სქურს" დაუპირისპირდნენ ...

17.11.2019

ჭაბუკები იმერეთის თასის გათამაშებაში ასპარეზობენ

 

15 ნოემბერს სტარტი აიღო ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის თასის გათამაშებამ, რომელიც გურამ ნიშნიანიძის სახელს ატარებს. იმერეთის მხარის წარმომადგენელ სხვა გუნდებთან ერთად, ტურნირში მონაწილეობას "ზესტაფონის" 13-წლამდე ჭაბუკთა გუნდიც იღებს...

13.11.2019

მორიგი გამარჯვება დიდი ანგარიშით

 

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეთექვსმეტე ტურის მატჩები - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში "ზესტაფონმა" აბაშის "ზანას" უმასპინძლა ...

12.11.2019

ჭაბუკები ვიცე-ჩემპიონის ტიტულს შესწვდნენ

 

12 ნოემბერს გაიმართა ცამეტწლამდელთა შორის იმერეთის ღია პირველობის მეორე ეტაპის დასკვნითი, რიგით მეათე ტურის მატჩები - "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდმა ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე სამტრედიელ თანატოლებს უმასპინძლა ...

09.11.2019

"ლელოს" პუბლიკაცია

 

ამ რამდენიმე დღის წინ "ლელოში" გამოქვეყნდა საინტერესო პუბლიკაცია, რომელშიც საუბარია ფეხბურთში მოღვაწე ინვესტორებსა და მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე. ჩვენ კი ამ პუბლიკაციის განსაკუთრებით საინტერესო ნაწილს გთავაზობთ ...

06.11.2019

ზედიზედ მეექვსე გამარჯვება

 

2019 წლის 6 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა, რომელშიც ადგილობრივი კლუბის მეორე გუნდმა "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

03.11.2019

პატარა ზესტაფონელები მედლებს მიუახლოვდნენ

 

3 ნოემბერს გაიმართა 13-წლამდელთა შორის იმერეთის ღია პირველობის მეორე ეტაპის მეცხრე ტურის მატჩები - სოფელ ოჩხამურის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ადგილობრივი "შუქურას" წარმომადგენლებმა "ზესტაფონის" 13-წლამდელთა გუნდს უმასპინძლეს ...

30.10.2019

"ზესტაფონმა" ბათუმელი დუბლიორები ისევ დაამარცხა

 

30 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეთოთხმერე ტურის მატჩები - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "ზესტაფონმა" ბათუმის "დინამოს" მეორე გუნდს უმასპინძლა ...

28.10.2019

გამარჯვება ერთპიროვნულ ლიდერთან შეხვედრაში

 

27 ოქტომბერს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩები - "ზესტაფონის" ცამეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა ...

27.10.2019

საშემოდგომო სამუშაოები სტადიონსა და ბაზაზე

 

ჩვენის ქალაქის გარეუბანში მდებარე "ზესტაფონის" საწვრთნელ კომპლექსში და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სათამაშო მოედნების მწვანე საფარის განახლება-მოწესრიგებასთან დაკავშირებული გეგმიური საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს ...

25.10.2019

ესპანეთიდან ზესტაფონში...

 

ყველა ქართული ტიტულის მფლობელი "ზესტაფონი" რეგიონლიგაშია და გააფთრებით იბრძვის აღზევებისთვის. ადგილობრივ გულშემატკივარს კი ახალი ჯილა ჰყავს - 20 წლის თორნიკე ახვლედიანი, ვინც ცოტა ხნის წინ შეუერთდა გუნდს და ხუთ თამაშში 7 გოლის გატანა მოასწრო ...

23.10.2019

ზესტაფონელთა გამარჯვება წყალტუბოში

 

2019 წლის 23 ოქტომბერს წყალტუბოს ხელოვნურსაფარიან სტადიონზე საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეცამეტე ტურის შეხვედრაში "ზესტაფონი" ადგილობრივი "სამგურალის" მეორე გუნდს დაუპირისპირდა ...

20.10.2019

მედლებისათვის მებრძოლთა ფრე ქუთაისში

 

19 ოქტომბერს გაიმართა 13-წლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის მეორე ეტაპის მორიგი, მეშვიდე ტურის მატჩები - ქუთაისის საფეხბურთო სკოლა "კოლხიდას" სტადიონზე ადგილობრივი "ქუთაისის" გუნდმა "ზესტაფონის" 13-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა ...

16.10.2019

"ზესტაფონის" მორიგი გამარჯვება

 

16 ოქტომბერს "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. ლანჩხუთის "ჩიბათთან" ჩატარებულ რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველებმა თავის აქტივს მორიგი 3 ქულა შემატეს ...

13.10.2019

ილია კოკაია გადაცემაში "სპორტი იმედზე"

 

2019 წლის 13 ოქტომბერს "ზესტაფონის" მფლობელი ბატონი ილია კოკაია სამაუწყებლო ტელეკომპანია "იმედს" ესტუმრა და მონაწილეობა ჟურნალისტ დიმა ობოლაძის საავტორო გადაცემაში "სპორტი იმედზე" მიიღო. ჩვენ კი ამ საინტერესო გადაცემის ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ ...

11.10.2019

ძალიან საინტერესო ინტერვიუ ილია კოკაიასთან

 

11 ოქტომბერს გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ "ზესტაფონის" მფლობელ ბატონ ილია კოკაიასთან, რომელშიც რესპონდენტი ქართული ფეხბურთისათვის ბევრ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით საუბრობს. ჩვენ ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ ...

09.10.2019

იმერელთა სამქულიანი სტუმრობა აჭარაში

 

9 ოქტომბერს "ზესტაფონმა" რეგიონლიგის მეორე ეტაპის მორიგი მატჩი გამართა. ბათუმის მახლობლად მდებარე ახალსოფელის სტადიონზე ჩატარებულ "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ხელვაჩაურის "მაჭახელას" დაუპირისპირდნენ ...

08.10.2019

ტელეკომპანია "მთავარის" სიუჟეტი

 

გთავაზობთ ტელეკომპანია ”მთავარის” მიერ მომზადებულ და ამ არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, რომელშიც რესპონდენტი, "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია ფეხბურთის წინაშე არსებულ პრობლემურ თემებთან დაკავშირებით საუბრობს ...

07.10.2019

ფიფას კურსი და ნაკრები თბილისის ზღვის ბაზაზე

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის თბილისსა და გიბრალტარში გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე მოემზადება ...

05.10.2019

"ლელოს" პუბლიკაცია

 

ამ რამდენიმე დღის წინ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ ალეკო კაკაურიძის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც ისლანდიაში მყოფი ილია კოკაიას მეტად საყურადღებო გზავნილს მიეძღვნა. ჩვენც ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ ...

04.10.2019

ცამეტწლამდელები სამეულში დამკვიდრდნენ

 

3 ოქტომბერს გაიმართა 13-წლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის პირველობის მეორე ეტაპის პირველი წრის დასკვნითი, მეხუთე ტურის მატჩები - სამტრედიაში გამართულ შეხვედრაში ადგილობრივი კლუბის წარმომადგენლებმა "ზესტაფონის" 13-წლამდელთა გუნდს უმასპინძლეს...

03.10.2019

”ზესტაფონი” ბატონ ილიას ულოცავს!

 

”ზესტაფონის” პრეს-სამსახური, ყველა თანამშრომლის სახელით, დაბადების დღეს ულოცავს ჩვენი კლუბის მფლობელს, ბატონ ილია კოკაიას, რომელსაც დღეს 63 წელი შეუსრულდა! ვუსურვებთ ბატონ ილიას ჯანმრთელობას და წარმატებებს პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში!

02.10.2019

გამარჯვება აუტსაიდერთან გასვლით შეხვედრაში

 

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს "ზესტაფონმა" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეორე წრის სასტარტო მატჩი გამართა. დაბა ხარაგაულის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს დაუპირისპირდა ...

29.09.2019

"ზესტაფონის" მფლობელის ისლანდიური შთაბეჭდილებები

 

"ზესტაფონის" მეპატრონე ბიზნესმენი ილია კოკაია ისლანდიაში იმყოფება. ყინულისა და გეიზერების კუნძულზე მოგზაურობისას, ბატონი ილია ადგილობრივ საფეხბურთო ინფრასტრუქტურასაც გაეცნო და ქვეყანა მის წინაშე სულ ახალი, მოულოდნელი კუთხით წარმოსდგა ...

25.09.2019

"ზესტაფონმა" ქულები ისევ დაკარგა

 

2019 წლის 25 სექტემბერს "ზესტაფონმა" მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. ვანის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებულ რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეცხრე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "სულორს" დაუპირისპირდნენ ...

18.09.2019

დასანანი ფრე ლიდერთან შეხვედრაში

 

2019 წლის 18 სექტემბერს "ზესტაფონმა" ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მერვე ტურის მატჩი გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში მარგველებმა წალენჯიხის "სქურს" უმასპინძლეს...

15.09.2019

ჭაბუკთა ფრე და გამარჯვება მეორე ეტაპის სტარტზე

 

მიმდინარე კვირაში დაიწყო ცამეტწლამდელ ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის გადამწყვეტი, საშემოდგომო ეტაპი - საშინაო კედლებში გამართულ ზედიზედ ორ შეხვედრაში ზესტაფონელმა ჭაბუკებმა ქუთაისის "მართვესა" და "ქუთაისს" უმასპინძლეს ...

11.09.2019

სტუმრობა აბაშაში

 

11 სექტემბერს "ზესტაფონმა" მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. რეგიონლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეშვიდე ტურის შეხვედრაში, რომელიც მევლუდ მიმინოშვილის სახელობის აბაშის სტადიონზე გაიმართა, მარგველები ადგილობრივ "ზანას" დაუპირისპირდნენ ...

08.09.2019

ეროვნული ნაკრების ვარჯიში "ზესტაფონის" ბაზაზე

 

სამხრეთ კორეასთან სტამბულში გამართული საკონტროლო მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დანიის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისათვის მზადება თბილისის ზღვაზე, "ზესტაფონის" ბაზაზე გააგრძელა ...

06.09.2019

სამი ქულა იმერულ დერბიში

 

2019 წლის 6 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეექვსე ტურის მატჩები - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "ზესტაფონმა" ქუთაისის "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლა ...

02.09.2019

პრინციპულ მეტოქეთა მატჩი ბათუმში

 

2019 წლის 1 სექტემბერს "ზესტაფონმა" რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის მორიგი მატჩი გამართა. ბათუმის "დინამოს" ანგისას ბაზაზე ჩატარებულ "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეხუთე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი კლუბის მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ ...

28.08.2019

ზესტაფონის ბაზაზე მარიამობა მოვიდა

 

ჩვენი ინტერნეტგვერდი აქამდეც იუწყებოდა იმის შესახებ, რომ გასული წლის ნოემბრის თვის დასაწყისში იმერეთში მდებარე "ზესტაფონის" სპორტული კომპლექსის ორ საფეხბურთო მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები ქართულმა კომპანია "Lawns of Georgia"-მ შეასრულა ...

25.08.2019

მორიგი გამარჯვება საშინაო კედლებში

 

2019 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეოთხე ტურის მატჩები - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში "ზესტაფონმა" წყალტუბოს "სამგურალის" მეორე გუნდს უმასპინძლა ...

20.08.2019

საბრძოლო ფრე გურიაში

 

2019 წლის 20 აგვისტოს "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. სოფელ ჩიბათის სტადიონზე ჩატარებულ რეგიონლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მესამე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "ჩიბათს" დაუპირისპირდნენ ...

15.08.2019

რიგით მეორე საშინაო გამარჯვება

 

14 აგვისტოს "ზესტაფონმა" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეორე ტურის მატჩი გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში მარგველებმა ხელვაჩაურის "მაჭახელას" უმასპინძლეს ...

14.08.2019

"ზესტაფონის" მფლობელმა ყაზბეგი დალაშქრა!

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეპატრონე ბიზნესმენმა ილია კოკაიამ, მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად, კავკასიონის ერთ-ერთი უდიდესი მწვერვალი, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მახლობლად მდებარე ყაზბეგი (სიმაღლე - 5054 მეტრი) დალაშქრა!

07.08.2019

"ზესტაფონმა" მეორე ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

 

2019 წლის 7 აგვისტოს "ზესტაფონმა" ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო მატჩი გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ რეგიონლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" პირველი ტურის შეხვედრაში "ზესტაფონმა" თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლა ...

03.08.2019

მეორე ეტაპის სტარტზე

 

რამდენიმე დღეში სტარტს აიღებს რეგიონლიგის დასავლეთის ზონის ზედა ათეულის ტურნირი, რომლის საორგანიზაციო ამბებს, სფფ-სთან ერთად, აჭარის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია კურირებს. "დასავლეთის ზედა ჯგუფის" გატამაშება 2019 წლის 7 აგვისტოს დაიწყება ...

30.07.2019

გამარჯვება ჭიათურელებთან შეხვედრაში

 

”ზესტაფონი” მიმდინარე სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. საზაფხულო პაუზისას გამართული რიგით მეოთხე ამხანაგური შეხვედრა გუნდმა 29 ივლისს გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მასპინძლებს მეოთხელიგელი "ჭიათურა" ესტუმრა ...

27.07.2019

სპარინგ-მატჩი რაჭველებთან

 

”ზესტაფონი” ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის გადამწყვეტი, საშემოდგომო ეტაპის სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. 27 ივლისს ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ჩვენმა გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - მარგველთა მეტოქე ამბროლაურის ”რაჭა” გახლდათ...

25.07.2019

საკონტროლო შეხვედრა "საირმესთან"

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. 25 ივლისს გუნდმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონში მდებარე ბაზაზე მასპინძლებს რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე ბაღდათის "საირმე" დაუპირისპირდა ...

22.07.2019

ამხანაგური მატჩი ლანჩხუთელებთან

 

”ზესტაფონი” მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. საზაფხულო პაუზისას პირველი ამხანაგური შეხვედრა გუნდმა 22 ივლისს გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველებს რეგიონლიგის ბინადარი ლანჩხუთის "ჩიბათი" ესტუმრა ...

20.07.2019

ივლისი ზესტაფონის ბაზაზე

 

გასული წლის ბოლოს ზესტაფონში მდებარე კომპლექსის ორ მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის გაზონების დამზადებითაა დაკავებული და უკვე რამდენიმე წელია ამ სფეროში წარმატებით ფუნქციონირებს ...

17.07.2019

ლეგენდარული ჰენრიკ ლარსონის სტუმრობა ზესტაფონში

 

დღეს ჩვენი კლუბის მიერ ევროთასებზე გამართული ერთი მატჩი გვინდა გავიხსენოთ - ზუსტად 10 წლის წინ, 2009 წლის 16 ივლისს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში ”ზესტაფონი” შვედეთის წარმომადგენელ ”ჰელსინგბორგს” დაუპირისპირდა ...

14.07.2019

"ზესტაფონი" მზადებას განაგრძობს

 

”ზესტაფონი” ჩემპიონატის მეორე ეტაპის სტარტისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს. ბაზის მინდვრებზე მიმდინარე ტაქტიკურ-ტექნიკური მომზადების პროცესი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ფიტნეს-დარბაზში გამართულ ვარჯიშებს ენაცვლება ...

10.07.2019

ასე შემოუტრიალა "ზესტაფონმა" "ბრიუგეს"...

 

ევროსეზონის მოახლოვებას გაზეთმა "ლელომ" ახალი რუბრიკა, "დიდი მატჩები" მიუძღვნა. დღეს ამ რუბრიკის ფარგლებში "ლელომ" "ზესტაფონის" მიერ 2011 წლის 18 აგვისტოს გამართულ მატჩზე მოგვითხრო - ამ დღეს ჩვენმა გუნდმა ბელგიურ "ბრიუგეს” თბილისში უმასპინძლა ...

06.07.2019

"ზესტაფონმა" მზადება დაიწყო

 

”ზესტაფონის” პირველი გუნდი მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი, საშემოდგომო ნალილისათვის მზადებას შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, მარგველთა გუნდი რეგიონული ლიგის დასავლეთის ზონის "ზედა ჯგუფში" იასპარეზებს ...

03.07.2019

"ზესტაფონის" ბაზაზე "რეალის" კემპი დასრულდა

 

საქართველოში მადრიდის "რეალის" საზაფხულო ბანაკი დაიხურა. თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ესპანური გრანდის სკოლა 28 ივნისს გაიხსნა და 2 ივლისს დაიხურა. კემპში სხვადასხვა რეგიონში შერჩეული 110 ბავშვი მონაწილეობდა ...

01.07.2019

მადრიდის "რეალის" კემპის მიმდინარეობის შესახებ

 

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 28 ივნისს თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ესპანური ფეხბურთის გრანდის, მადრიდის "რეალის" საზაფხულო ბანაკი გაიხსნა. პროექტი ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" ხელშეწყობით ტარდება ...

27.06.2019

თბილისის ზღვის ბაზაზე "რეალის" კემპი იხსნება

 

2019 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" ორგანიზებით, თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" ბაზა ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, მადრიდის "რეალის" საზაფხულო კემპს უმასპინძლებს ...

24.06.2019

მეორე ეტაპის კენჭისყრა

 

აჭარის რეგიონალურ ფეხბურთის ფედერაციაში (რეგიონლიგის დასავლეთის ზონის ზედა ათეულის ტურნირის საორგანიზაციო ამბებს სწორედ ეს ორგანიზაცია კურირებს) ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" კენჭისყრა გაიმართა ...

21.06.2019

ცხელი ზაფხული და საფეხბურთო "ოაზისი"

 

გასული წლის ბოლოს ზესტაფონში მდებარე ჩვენი სპორტული კომპლექსის ორ მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის გაზონების დამზადებითაა დაკავებული და ამ სფეროში წარმატებით ფუნქციონირებს ...

18.06.2019

"ზესტაფონს" დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა

 

„ზესტაფონს“ დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა. წარმოგიდგენთ მასალას, რომელიც ამ წლების მანძილზე ჩვენი კლუბის მიერ განვლილ გზაზე,  მის ისტორიაზე, სპორტულ მოედნებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში „ზესტაფონის“ წარმატებებზე მოგითხრობთ ...

17.06.2019

სასიამოვნო ფოტორეპორტაჟი ჭალადიდიდან

 

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ კომპანია "Lawns of Georgia", რომელიც "ზესტაფონის" მფლობელის ბატონი ილია კოკაიას დიდი ძალისხმევითაა შექმნილი, თავად კომპანიის მიერვე საქართველოში წარმოებული უმაღლესი ხარისხის მწვანე საფარის დამზადებითაა დაკავებული ...

15.06.2019

13-წლამდელებმა პირველი ეტაპი დამაჯერებლად მოიგეს

 

15 ივნისს გაიმართა 13-წლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის პირველი ეტაპის დასკვნითი, რიგით მე-14-ე ტურის მატჩები - "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდმა ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩოხატაურის "ბახმაროს" უმასპინძლა ...

13.06.2019

“რეალის“ კემპი თბილისის ზღვის ბაზაზე

 

მიმდინარე წლის 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" ბაზა ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, მადრიდის "რეალის" საზაფხულო კემპს უმასპინძლებს. კემპში მონაწილეობას 100-ზე მეტი მოზარდი მიიღებს ...

12.06.2019

უხვგოლიანი ფრე პირველი ეტაპის დასკვნით შეხვედრაში

 

2019 წლის 12 ივნისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის რეგიონული ლიგის დასავლეთის "ა" ჯგუფის ტურნირის დასკვნითი, მეცხრე ტურის შეხვედრა, რომელშიც "ზესტაფონმა" ქუთაისის "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლა ...

09.06.2019

ჭაბუკებმა პირველ ეტაპზე ლიდერობა გაინაღდეს

 

2019 წლის 8 ივნისს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკებს შორის დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლოსწინა, რიგით მეცამეტე ტურის მატჩები - ცაგერის სტადიონზე ადგილობრივმა "ხვამლმა" "ზესტაფონის" 13-წლამდელთა კოლექტივს უმასპინძლა ...

07.06.2019

მატჩისწინა ვარჯიში "ზესტაფონის" ბაზაზე

 

საქართველოს ნაკრებმა ევრო-2020-ს შესარჩევი ციკლის უახლოესი ორი მატჩისთვის მზადება თბილისის ზღვაზე, "ზესტაფონის" ბაზაზე დაიწყო და გუშინ იქვე დაასრულა - 7 ივნისს ვაისის გუნდი თბილისში გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო 10 ივნისს დანიას კოპენჰაგენში ეწვევა ...

06.06.2019

”ზესტაფონი” ულოცავს!

 

კლუბის პრეს-სამსახური დაბადების დღეს ულოცავს "ზესტაფონის" გენერალურ დირექტორს, ბატონ კორნელი კოკაიას, რომელსაც დღეს 60 წელი შეუსრულდა, კლუბის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბატონ ვასილ გველესიანსა და კლუბის მენეჯერ ირაკლი მინაშვილს ...

 

 

 

 

 

 





 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2020