Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

30.03.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული თასის 1/16-ფინალის კენჭისყრა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 29 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2019 წლის გათამაშების 1/16-ფინალური სტადიის კენჭისყრა - ტურნირის რიგით მეოთხე ეტაპზე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის“ მეტოქე მეორელიგელი თბილისის "მერანი" იქნება.

 

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის მიმდინარე გათამაშების 1/16-ფინალურ ეტაპზე მონაწილეობს სამი წინა რაუნდის შედეგების მიხედვით გამარჯვებული 12 გუნდი (მათ შორის "ზესტაფონიც") , რომელთაც Crystalbet ეროვნული ლიგისა და Crystalbet ეროვნული ლიგა-2-ის უკლებლივ ყველა (10-10) გუნდი დაემატა...  

 

აქვე უნდა შეგახსენოთ გათამაშების ფორმატიც - რანგით დაბალი ლიგის მონაწილე გუნდები უფრო მაღალლიგელ ოპონენტებთან დაპირისპირებაში მასპინძლის უპირატესობით სარგებლობენ. მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება მიმდინარე წლის 16 და 17 აპრილს.

 

საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ თასის გათამაშების 1/16-ფინალურ სტადიაზე "ზესტაფონის" მეტოქე ეროვნული ლიგა-2-ს წარმომადგენელი და სადღეისოდ მისი ლიდერი თბილისის "მერანი" იქნება. შარშანდელის მსგავსად, ყველა სათასო დაპირისპირება ერთმატჩიანი იქნება და რანგით უფრო დაბალი ლიგის წარმომადგენლის საშინაო მოედანზე გაიმართება...

 

რაც შეეხება მომავალ სათასო "დუელში" ჩვენს მეტოქე თბილისის "მერანს", ეს გუნდი შარშანაც ლიგა-2-ში, ოღონდ "ნორჩი დინამოს" სახელით ასპარეზობდა. გუნდი მთლიანად გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და მის რიგებში ახლო წარსულში მოწინავე ქართულ კლუბებში მოასპარეზე მრავალი ფეხბურთელი შეგიძლიათ იხილოთ. რად ღირს თუნდაც გოგი ფიფიას, დაჩი ფოფხაძის, ლევან შარიქაძის, რავაზ თევდორაძის, ბექა შეყილაძე, გიორგი მიქაბერიძის, გიორგი დათუნაიშვილის, დავით ბოლქვაძის, გივი ქარქუზაშვილის, რევაზ გეწაძისა და იაგო დეისაძის სახელები...

 

რაც შეეხება "ზესტაფონისა" და "მერანის" შეხვედრას, ის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 17 აპრილს გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, კერძოდ 4 აპრილს, წყალტუბოში ადგილობრივი "სამგურალის" მეორე გუნდთან გასამართი მატჩით, ზესტაფონელები სტარტს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის წლევანდელ ტურნირშიც აიღებენ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019