Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.04.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ჩემპიონატის სამქულიანი სტარტი

 

 

 

 

 

2019 წლის 4 აპრილს წყალტუბოს ხელოვნურსაფარიან სტადიონზე საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ადგილობრივი "სამგურალის" მეორე გუნდს დაუპირისპირდა.

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველ გუნდს რეგიონალური ლიგის გათამაშების 10-გუნდიან "" ჯგუფში უწევს ასპარეზობა, სადაც ერთწრიანი ტურნირის ფარგლებში მეტოქეობას მას ქუთაისის "ტორპედოს-2", წყალტუბოს "სამგურალი-2", ხონის "იმერეთი-2", ხარაგაულის "ჩხერიმელა", ზესტაფონის "მარგვეთი-2006", ბაღდათის "საირმე", ვანის "სულორი", ხაშურის "ივერია" და ამბროლაურის "რაჭა" გაუწევენ.

 

ამათგან ხუთი საუკეთესო კოლექტივი რეგიონული ლიგის გათამაშების მეორე ეტაპზე, დასავლეთის "ბ" ჯგუფში პირველ ხუთ ადგილზე გასულ გუნდთან ერთად, შეადგენენ ახალ 10-გუნდიან ჯგუფს პირობითი სახელწოდებით "დასავლეთის ზედა ჯგუფი". ამ ტურნირის საუკეთესო გუნდი გაისად ლიგა-4-ში იასპარეზებს...

 

რაც შეეხება წყალტუბოელებთან დღევანდელ დაპირისპირებას, მისი პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და თამაშის სწორედ ამ მონაკვეთში ზესტაფონელებმა მასპინძელთა კარში ორი გოლის გატანა მოახერხეს - 15-ე და 30-ე წუთებზე გატანილი გოლებით თავი 17 წლის ბესო ფერაძემ გამოიჩინა. ტაიმის ბოლოსწინა წუთზე კი "სამგურალმა" ერთი ბურთი გაქვითა - გოლი ნიკოლოზ ხელიძის ანგარიშზეა...

 

მეორე ნახევარში თამაში შედარებით გაიხსნა და ზესტაფონელთა სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა - სტუმრები ბევრს უტევდნენ, სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ და ანიავებდნენ კიდეც. საბოლოოდ, თამაშის ასეთი მიმდინარეობის მიუხედავად, პირველი ნახევრის ანგარიში აღარ შეცვლილა და მარგველებმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება ანგარიშით 2-1 იზეიმეს.

 

შემდეგ შეხვედრას ზესტაფონელები 13 აპრილს გამართავენ - ამ დღეს ჩვენი გუნდი ხონს ესტუმრება და ადგილობრივი "იმერეთის" მეორე გუნდს დაუპირისპირდება...

 

04.04.2019. ”სამგურალი-2” (წყალტუბო) - ”ზესტაფონი” 1-2

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, სვიანაძე, ჩხიკვაძე, სამხარაძე, გაჩეჩილაძე, დვალი, ფანცულაია (ბუბულაშვილი, 46), ბ. ფერაძე, ბ. ბერაძე (გოგობერიშვილი, 80).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019