Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.10.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელები ქულებს ისევ კარგავენ

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის მორიგი მატჩი გამართა. სენაკის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს, ადგილობრივ "ეგრისს" დაუპირისპირდა.

 

სენაკში გამართული შეხვედრის სადებიუტო ნაწილი სტუმართათვის კატასტროფულად წარიმართა. უკვე მე-3-ე წუთზე სენაკელთა სწრაფი კონტრშეტევა "ზესტაფონის" ყოფილი ფორვარდის ირაკლი ქობალიას მეკარე ალექსანდრე გიორგაძესთან პირისპირ გასვლითა და მის მიერ ცივსისხლიანად გატანილი გოლით დასრულდა.

 

22-ე წუთზე სენაკელთა უპირატესობა ორამდე გაიზარდა - ირაკლი ქობალიას კარგი გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე "ზესტაფონის" კიდევ ერთი ექს-ფორვარდი საბა ლომია გავიდა და სტუმართა გოლკიპერს შანსი მანაც არ დაუტოვა. ამის შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას იმერლები კი დაეუფლნენ, თუმცა შესვენებისთვის ანგარიში 2-0 გახლდათ...

 

შეხვედრის მეორე ტაიმში ბურთსაც და ტერიტორიასაც ძირითადად სტუმრები ფლობდნენ და "ეგრისის" კართან მომენტებსაც ქმნიდნენ. მასპინძლები კი ფრთხილობდნენ და მეტოქის კონტრიერიშზე დაჭერის იმედად იყვნენ. საბოლოოდ, კარის აღება ვერცერთმა მხარემ ვერ მოახერხა და პირველი ნახევრის ანგარიში აღარ შეცვლილა - 2-0.

 

"ზესტაფონმა" ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის დასავლეთის "ზედა ჯგუფის" მიმდინარე გათამაშებაში მორიგი მარცხი იწვნია და ტურნირის პირველ სამეულში მოსახვედრად მიმდინარე ბრძოლაში საქმე საკმაოდ გაირთულა. შემდეგ შეხვედრას იმერლები 1 ნოემბერს გამართავენ - ამ დღეს ჩვენი გუნდი მარტვილის "სალხინოს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს...

 

 

25.10.2018. ”ეგრისი” (სენაკი) - ”ზესტაფონი” 2-0

"ზესტაფონი": გიორგაძე, ხუჯაძე, ვაჭარაძე, ფოცხვერაშვილი, ვარდოსანიძე, ნ. გაჩეჩილაძე, ზარნაძე, მაკარიძე, ზუზაძე (ბ. ფერაძე, 68), ა. დვალი (ბუბულაშვილი, 76), ბ. ბერაძე.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018