Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.09.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკთა მატჩი "ფეროს" მოედანზე

 

 

 

 

 

გუშინ, 23 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებს "ზუგდიდის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

 

ზესტაფონელ და ზუგდიდელი თხუთმეტწლამდელთა გუნდები მიმდინარე სეზონში ერთმანეთის წინაშე მეორედ წარსდგნენ. პირველი წრის შეხვედრა სულ რაღაც ორი კვირის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში გაიმართა და მასში გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0 ზემოიმერლებმა მოიპოვეს.

 

საინტერესოა, რომ გუშინდელი შეხვედრა გაიმართა ზესტაფონის ხელოვნურსაფარიან (ე. წ. "ფეროს") მოედანზე, რომელზეც ამ რამდენიმე წლის წინ უსაფრთხოების მიმართ უეფას მიერ გამკაცრებული მოთხოვნების გამო აღარ ტარდებოდა სფფ-ს მიერ ორგანიზებული ოფიციალური შეხვედრები. ამ ბოლოს კი, სფფ-ს შესაბამის სტრუქტურებთან შეთანხმებით, არენაზე განხორციელდა სათამაშო მოედნის ზომების შემცირებასთან დაკავშირებული სამუშაოები და გამომდინარე აქედან, ამიერიდან ხელოვნურსაფარიან მოედანზე შესაძლებელია ბავშვთა და ჭაბუკთა ტურნირების მატჩების გამართვა...

 

აქვე გეტყვით იმასაც, რომ, ჩვენი კლუბის წარმომადგენელ კოლექტივთა გარდა, ხელოვნურსაფარიან მოედანზე უსასყიდლოდ ვარჯიშობენ და ოფიციალურ მატჩებს ატარებენ მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული და "მარგვეთი-2006"-ს სახელით იმერეთის პირველობაზე მოასპარეზე ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებიც...

 

რაც შეეხება თავად იმერულ-მეგრულ დაპირისპირებას, ის ზესტაფონელთათვის მძიმედ, მატჩის სადებიუტო ნაწილშივე გუნდის ცენტრალური მცველის ლუკა გურულის გაძევებით დაიწყო და მასპინძელთათვის სამწუხარო მარცხით, ანგარიშით 3-6 დასრულდა.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018