Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.09.2018

 

 

 

 

 

 

 

 

თხუთმეტწლამდელთა გამარჯვება ზუგდიდში

 

 

 

 

 

9 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა თავის ასაკში საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი გამართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის სოფელ რუხში გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივი "ზუგდიდის" წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდნენ.

 

დასაწყისში უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ დღევანდელი მატჩის წინ ზესტაფონელ თხუთმეტწლამდელთა გუნდს ტრავმებისა და ავადმყოფობის გამო ძირითადი გუნდის ერთბაშად რამდენიმე წევრი გამოაკლდა. ამის გამო სტუმრები რუხის სტადიონის მინდორზე საკმაოდ სახეცვლილი შემადგენლობის გავიდნენ...

 

ასეთი საკმაოდ უსიამოვნო ვითარების მიუხედავად, ზესტაფონელი ჭაბუკების სასახელოდ უნდა ითქვას ის, რომ ისინი მინდორზე ბრძოლის წყურვილით გავიდნენ და ძალიან დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 გამარჯვების მოპოვება შეძლეს. მატჩის ბედი პირველი ტაიმის ბოლოსწინა, 34-ე წუთზე ზესტაფონელი ნიკა ჭუმბურიძის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

 

U15 "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფში გამართული 10 ტურის შემდეგ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელები (მწვრთნელი - მამუკა ფუტკარაძე) სატურნირო ცხრილის შუაგულში იმყოფებიან. შემდეგ შეხვედრას ჩვენი ბიჭები 23 სექტემბერს გამართავენ - ზემოიმერლები დღევანდელ შეხვედრაში თავის მეტოქე "ზუგდიდს" უკვე შინ, ზესტაფონის ბაზაზე უმასპინძლებენ...

 

 

09.09.2018. U-15. ”ზუგდიდი” - ”ზესტაფონი” 0-1

"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე, დ. გაჩეჩილაძე, ანდრიაძე, ნ. ჭუმბურიძე, ლ. გურული (პაპიძე, 48), ა. ცხადაძე, ლ. ბებიაშვილი, თაბუკაშვილი (ა. ტაბატაძე, 51), კლდიაშვილი, დ. ტაბატაძე, ნ. ცხადაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018