Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.04.2019

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი საშინაო გამარჯვება

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 23 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მესამე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს, ამბროლაურის საფეხბურთო კლუბ "რაჭას" უმასპინძლა.

 

როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის წინ იმერლებმა ეროვნული თასის გათამაშებაში უმძიმესი მეთექვსმეტედფინალური მატჩი გამართეს მეორელიგელ თბილისის "მერანთან" და აქედან გამომდინარე "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ღონღაძემ შემადგენლობის როტაციას მიმართა. "რაჭასთან" შეხვედრაში მოედანზე მარგველთა უახლოესი რეზერვის ერთბაშად რამდენიმე წარმომადგენელი გამოჩნდა.

 

ამის მიუხედავად, რეგიონული ლიგის დასავლეთის "ა" ჯგუფის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფ რაჭველებთან დაპირისპირება მასპინძელთა დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელები სტუმართა კართან ერთი მეორეს მიყოლებით ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს და გოლებიც გაჰქონდათ...

 

შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძლებმა დიდი ანგარიშით 3-0 მოიგეს - ამბროლაურელთა კარში 2 გოლი კობა გოგობერიშვილმა გაიტანა, ერთიც ლაშა ბუბულაშვილის ანგარიშზეა...

 

იმერულ-რაჭული დაპირისპირების მეორე ტაიმში მარგველთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და მატჩის დასრულების შემდეგ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ტაბლოზე ანგარიში 8-0 იყო გამოსახული - კობა გოგობერიშვილმა თავის პირადი მონაგარი სამამდე გაზარდა, ასევე "ჰეთ-თრიკი" ბესო ფერაძემაც შეასრულა, ერთი გოლიც აკაკი დვალის ანგარიშზეა...

 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მორიგი, რიგით მეოთხე ტურის შეხვედრას "ზესტაფონი" 8 მაისს გამართავს - ამ დღეს ზემოიმერლები ხაშურს ესტუმრებიან და ადგილობრივ "ივერიას" დაუპირისპირდებიან ...

 

 

23.04.2019. ”ზესტაფონი” - ”რაჭა” (ამბროლაური) 8-0

"ზესტაფონი": ა. ფერაძე, თ. ბერაძე, ნ. გაჩეჩილაძე, ვარდოსანიძე, ჩხიკვაძე (ჭუმბურიძე, 57), სხილაძე (სამხარაძე, 73), ბუბულაშვილი, აბჟანდაძე, ფანცულაია, გოგობერიშვილი (დვალი, 65), ბ. ფერაძე.

 

ფოტო მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019