Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.09.2018

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ნაკრები "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება

 

 

 

 

 

2018 წლის 3 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. 6 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი ყაზახეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრება, ხოლო 9 სექტემბერს ჩვენი ფეხბურთელები ლატვიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ.

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ინტერნეტ-გვერდის მომხმარებლის ყურადღებას ამ ამბავზე იმის გამო ვაჩერებთ, რომ, ტრადიციისამებრ, ამ უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის საქართველოს უმთავრესი გუნდი თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ჩვენს ბაზაზე ემზადება...

 

გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ვიდეო- და ფოტომასალას, რომელზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშის მიმდინარეობაა ასახული...

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ვიდეო- და ფოტომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018