Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.03.2019

 

 

 

 

 

 

 

 

სათასო გამარჯვება სეზონის სტარტზე

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 11 მარტს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXX გათამაშების პირველი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები - ამბროლაურის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ადგილობრივმა "რაჭამ" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2019 წლის გათამაშების პირველი ეტაპი გასული სეზონისაგან განსხვავებული სისტემით იმართება და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდების ვინაობა სამგუნდიან ჯგუფებში გამარჯვებულის გარკვევის შედეგად ვლინდება - “ზესტაფონი“ ტურნირის საწყის სტადიაზე ამბროლაურის “რაჭასთან“ და ქუთაისის "ტორპედოს" მეორე გუნდთან ერთად ასპარეზობს...

 

რაჭველებთან დღევანდელი დაპირირისპირება სტუმართა, იმერელ ფეხბურთელთა უპირობო უპირატესობით წარიმართა. უკვე მატჩის დებიუტში, კერძოდ მე-9 წუთზე, ანგარიში ბაჩო ბერაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ გაიხსნა; მანვე შეხვედრის მე-17 წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ანგარიშში სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმი 0-2 დასრულდა...

 

სტუმრები მეორე ნახევრის დასაწყისშიც ბევრს აქტიურობდნენ და ტაიმის საწყის მონაკვეთში ამბროლაურელთა კარის ბადე კიდევ ორჯერ შეარხიეს - ჯერ 58-ე წუთზე გოლი აკაკი დვალმა გაიტანა, ხოლო 68-ეზე ზესტაფონელთა კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ რაჭველთა კარი სტანდარტული მდგომარეობიდან შესრულებული ზუსტი დარტყმით დალაშქრა...

 

ამის შემდეგ ისევ ბაჩო ბერაძის ჯერი დადგა - იმერელთა თავდამსხმელმა კიდევ ორჯერ (70-ე და 75-ე წუთები) შეარხია მასპინძელთა კარის ბადე და საბოლოოდ დღევანდელ შეხვედრაში "პოკერი" გაიფორმა. მასპინძელთა რბევას წერტილი 86-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა მიშა სხილაძემ დაუსვა - ეროვნული თასის გათამაშების ეგიდით გამართულ პირველსავე შეხვედრაში იმერელთა 17 წლის დებიუტანტმა თავი გატანილი გოლით გამოიჩინა...

 

საბოლოოდ, იმერელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 7-0. შემდეგ სათასო შეხვედრას კი ზესტაფონელები 15 მარტს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონი" ქუთაისის "ტორპედოს" მეორე გუნდს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს...

 

 

11.03.2019. ”რაჭა” (ამბროლაური) - ”ზესტაფონი” 0-7

"ზესტაფონი": გიორგაძე (ა. ფერაძე, 78), ჭურაძე, სვიანაძე, ხუჯაძე, სამხარაძე, ნ. გაჩეჩილაძე, აბჟანდაძე, ბუბულაშვილი (სხილაძე, 72), ფანცულაია, დვალი, ბ. ბერაძე.

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019