Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 

 

 

 

 
 
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გერბი

ზესტაფონი არის კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში გაშენებული ქალაქი. ქალაქი განლაგებულია მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზე, იქ, სადაც დაბლობი გორაკ-ბორცვებში გადადის. ზესტაფონი, რომელიც ზესტაფონის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია, ამასთან ერთად გახლავთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული კუთხის, მარგვეთის და ამავე სახელწოდების ეპარქიის ცენტრი.

 

ქალაქის სახელწოდება დაკავშირებულია მდინარე ყვირილაზე არსებულ ფონთან (” ზედა ფონი”), რომლითაც უხსოვარი დროიდან სარგებლობდა ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა და ჩვენს მხარეში მყოფი მოგზაურები.

 

წყაროებში პირველად ზესტაფონი მოხსენიებულია XVI-ე საუკუნის 60-იან წლებში. XIX- ე საუკუნის 20-იან წლებში აქ იყო კაზაკთა ჯარის პოსტი და ზესტაფონსაც ”ყვირილა” დაერქვა. XX- ე საუკუნის 20-იან წლებში მცირე ხნის მანძილზე ქალაქი ატარებს რევოლუციონერ ჯუღელის სახელს და მხოლოდ ამის შემდეგ იბრუნებს ისტორიულ სახელწოდებას.

 

ზესტაფონის სწრაფი ტემპებით ზრდა დაკავშირებულია ფეროშენადნობთა ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებასთან. საწარმოს ამუშავებამ ქალაქი აქცია საქართველოს ერთ-ერთ ინდუსტრიალურ ცენტრად. დღესდღეობით ზესტაფონში ცხოვრობს 30 000-მდე მცხოვრები.

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დროშა

ზესტაფონი მეღვინეობა-მევენახეობის დარგის ერთ-ერთი ცენტრი გახლავთ. ”ციცქა” და ”ცოლიკაურის” ჯიშის ყურძნებისაგან დამზადებული ღვინოები სახელგანთქმულია მთელ მსოფლიოში.

 

ზესტაფონის რაიონში მრავალი ისტორიული ძეგლია, კერძოდ: ზედა საქარის XI-ე საუკუნის, ტაბაკინის VI-ე საუკუნის, წევის XI-ე საუკუნის, სანახშირისა და სხვა ეკლესიები, ადრინდელი შუა საუკუნების ციხესიმაგრეები შროშაში და შორაპანში.

 

შორაპანი (Sarapanis) გახლავთ ის ტოპონიმი, რომელზედაც მოგვითხრობს ძველბერძნული მითოლოგია. სწორედ შორაპნამდე მოაღწიეს იასონმა და მისმა ”არგონავტმა” მეგობრებმა ძველ კოლხეთში მოგზაურობისას.

 

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016