Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.02.2019

 

 

 

 

 

 

 

 

დაძაბული ნახევარფინალური შეხვედრა

 

 

 

 

 

 

23 თებერვალს იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი-2019"-ს გათამაშების ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მეოთხელიგელ "სამეგრელოს" უმასპინძლა.

 

როგორც უკვე ვწერდით, ზესტაფონელებმა "დასავლეთის თასის" ჯგუფური ეტაპზე დამაჯერებლად იასპარეზეს და ნახევარფინალური სტადიიის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვეს. ნახევარფინალში კი იმერლებს ერთი დივიზიონით მაღლა მოასპარეზე ჩხოროწყუს "სამეგრელო" დაუპირისპირდა.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელ ზესტაფონელთა ქტირურობით დაიწყო და უკვე 4 -ე წუთზე ანგარიში ბერდია შარვაძემ გახსნა. პირველი ტაიმის ბოლომდე თამაშის მსვლელობას სწორედ მასპინძლები აკონტროლებდნენ და შეტევებში მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, ანგარიშში სხვაობა უფრო შთამბეჭდავიც იქნებოდა...

 

შესვენებისას ზესტაფონელთა სამწვრთნელო შტაბმა ცვლილებებს მიმართა და მოედანზე ჭაბუკები შეუშვა... მეორე ნახევრის დებიუტშივე სტუმრებმა ზედიზედ ორჯერ მოახერხეს (ლაშა კუკავა და კობა ქებურია) მასპინძელთა კარის აღება, თუმცა იმერელმა კობა გოგობერიშვილმა მალევე აღადგინა წონასწორობა ...

 

გადამწყვეტი მატჩის 80-ე წუთი გამოდგა, როდესაც "სამეგრელოს" ფორვარდმა ლაშა კუკავამ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს "დასავლეთის თასი-2019"-ს გათამაშების ფინალის საგზური მოუპოვა. საბოლოოდ, დაძაბული და უხვგოლიანი მატჩი "სამეგრელოს" გამარჯვებით, ანგარიშით 3-2 დასრულდა.

 

"ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, ბუღაძე, ზაქარაშვილი, გაჩეჩილაძე, ბუბულაშვილი, გოგობერიშვილი, დვალი, შარვაძე. მეორე ტაიმში მასპინძელთა რიგებში ა. ფერაძე, სხილაძე, ფანცულაია, სამხარაძე, ბერაძე, აბჟანდაძე, ბ. ფერაძე და ჭუმბურიძე გამოჩნდნენ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019