01.09.2018
თხუთმეტწლამდელთა სამი ქულა მარტვილიდან
31 აგვისტოს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის მარტვილში გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივი "მერანის" წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელი თხუთმეტწლამდელები და დღევანდელ შეხვედრაში მათი მეტოქე "მერანი" მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზეც ერთ ჯგუფში ასპარეზობდნენ - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართული წლევანდელი ჩემპიონატის სასტარტო მატჩი ჩვენმა ბიჭებმა დიდი ანგარიშით 0-3 დათმეს, ხოლო მეორე წრეში მარტვილში გამართულ დაპირისპირებაში მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცდნენ...
აქედან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი, რომ ზესტაფონელები მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე დღეს რევანშის აღების წყურვილით გავიდნენ. მატჩი ნაკლებად სანახაობრივად, მაგრამ საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და მისი ბედი შეხვედრის 26-ე წუთზე ზესტაფონელი დავით ფანჩულიძის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
U15 "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფში გამართული რვა ტურის შემდეგ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელები სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან. შემდეგ შეხვედრას ბიჭები 5 სექტემბერს გამართავენ - ჩვიდმეტწლამდელი თანაკლუბელების მსგავსად, ისინი თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" ზესტაფონის ბაზაზე უმასპინძლებენ.
|
31.08.2018. U-15. ”მერანი” (მარტვილი) - ”ზესტაფონი” 0-1 |
"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე (არაბიძე 67), ა. ცხადაძე, კაპანაძე (ტაბატაძე, 16), გაჩეჩილაძე (კლდიაშვილი, 36), ანდრიაძე, ბებიაშვილი, ფანჩულიძე, ნ. ჭუმბურიძე, ბუხრაშვილი, ნ. ცხადაძე, ნებიერიძე.
|
|