Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 

 

 

 

 

 

 

31.08.2018

ჩვიდმეტწლამდელთა გამარჯვება გორში

 

30 აგვისტოს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის გორში გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივი "გორის" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ ...

30.08.2018

"ზესტაფონის" დროშა მონბლანზე

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეპატრონე ბიზნესმენმა ილია კოკაიამ მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად, რომელთა შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, დასავლეთ ევროპის უდიდესი მწვერვალი, ალპებში მდებარე მონბლანი (სიმაღლე - 4 810 მეტრი) დალაშქრა ...

29.08.2018

დასანანი საშინაო მარცხი

 

29 აგვისტოს ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპის მეორე ტურის მატჩი გამართა. ჩვენი კლუბის იმერეთში მდებარე ბაზაზე გამართულ რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" შეხვედრაში მარგველებს სენაკის "ეგრისი" ესტუმრა ...

26.08.2018

ჭაბუკებმა წყალტუბოელებს უმასპინძლეს

 

2018 წლის 26 აგვისტოს "ზესტაფონის" ჭაბუკებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. პირველობის მეცხრე ტურის შეხვედრებში ზესტაფონელმა 15- და 17-წლამდელებმა წყალტუბოს "სამგურალის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს ...

22.08.2018

მეორე ეტაპის წარუმატებელი სტარტი

 

22 აგვისტოს "ზესტაფონმა" ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო შეხვედრა გამართა - არჩილ ფარტენაძის სახელობის ქედის სტადიონზე გამართულ "დასავლეთის ზედა ჯგუფის" პირველი ტურის მატჩში მარგველები ბათუმის "მეტას" დაუპირისპირდნენ...

19.08.2018

"რეტროსპექტივა": ქართულ-ბელგიური ბრძოლა თბილისში

 

დღეს ჩვენი საიტი "ზესტაფონის" მიერ ზუსტად 7 წლის წინ, 2011 წლის 18 აგვისტოს უეფას ევროპალიგის 2011-2012 წლების გათამაშების პლეი-ოფის რაუნდში გამართულ მატჩზე მოგითხრობთ - ამ დღეს ”ზესტაფონმა” ბელგიის 13-გზის ჩემპიონ "ბრიუგეს” უმასპინძლა ...

17.08.2018

მარგველთა სპარინგი რაჭველებთან

 

”ზესტაფონი” ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის საშემოდგომო ეტაპის სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. 17 აგვისტოს ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ჩვენმა გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - მარგველთა მეტოქე ამბროლაურის ”რაჭა” გახლდათ ...

14.08.2018

"ზესტაფონი" მზადებას განაგრძობს

 

”ზესტაფონის” პირველი გუნდი XXX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სტარტისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს. უფროსი თანაკლუბელების მსგავსად, ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილისათვის მზადებას "ზესტაფონის" ჭაბუკებიც შეუდგნენ ...

10.08.2018

ამხანაგური მატჩი მესამელიგელ წყალტუბოელებთან

 

"ზესტაფონი" ჩემპიონატის მეორე ეტაპისათვის მზადებას განაგრძობს. 10 აგვისტოს გუნდმა მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა - წყალტუბოს ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველები "სამგურალის" მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ ...

07.08.2018

“ზესტაფონის“ ბაზაზე “იუვენტუსის“ კემპი გაიმართება

 

მიმდინარე წლის 11-16 სექტემბერს, ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" ორგანიზებით, თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" ბაზა იტალიური და ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთი გრანდის, ტურინის "იუვენტუსის" საწვრთნელ ბანაკს უმასპინძლებს ...

04.08.2018

სპარინგი "ტორპედოს" ბაზაზე

 

4 აგვისტოს "ზესტაფონმა", რომელიც მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ეტაპისათვის მზადებას განაგრძობს. მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა - ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე გამართულ s მარგველები ადგილობრივი კლუბის მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ ...

01.08.2018

რეგიონლიგის მეორე ეტაპის კალენდარი

 

აჭარის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ (რეგიონლიგის დასავლეთში ჩატარებას, სფფ-სთან ერთად, სწორედ არფფ კურირებს) რეგიონლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფში" მოასპარეზე გუნდებს ტურნირის კალენდარი დაუგზავნა ...

29.07.2018

ამხანაგური მატჩი ტყიბულელებთან

 

”ზესტაფონი” მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. საზაფხულო პაუზისას პირველი ამხანაგური შეხვედრა გუნდმა 29 ივლისს გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველებს ეროვნული ლიგა-3-ის წარმომადგენელი ტყიბულის "მეშახტე" ესტუმრა ...

26.07.2018

"ზესტაფონმა" მზადება დაიწყო

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი, საშემოდგომო ნალილისათვის მზადებას შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, მარგველთა გუნდი რეგიონული ლიგის დასავლეთის ზონის "ზედა ჯგუფში" იასპარეზებს ...

23.07.2018

"რეტროსპექტივა": სკანდინავიური თრილერი

 

დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივაში" გვინდა შემოგთავაზოთ ბევრისათვის უცნობი, ზუსტად 9 წლის წინ, 2009 წლის 23 ივლისს სკანდინავიის სამხრეთ ნაწილში გამართული და შვედური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გასული "ჰელსინგბორგი" - "ზესტაფონის" მატჩის ვიდეოჩანაწერი ...

19.07.2018

მეორე ეტაპის სასტარტო ტურების კენჭისყრა

 

აჭარის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციაში (რეგიონალური ლიგის დასავლეთის ჯგუფების საორგანიზაციო ამბებს სწორედ ეს ორგანიზაცია კურირებს) ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" პირველი ორი ტურის კენჭისყრა გაიმართა ...

14.07.2018

პირველი ეტაპის მაჟორული ფინიში

 

2018 წლის 14 ივლისს "ზესტაფონმა" მიმდინარე ჩემპიონატის პირველი ეტაპი დაასრულა. რეგიონული ლიგის "ა" ჯგუფის ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე გამართულ დასკვნითი, რიგით მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი კლუბის მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ ...

11.07.2018

ყველა მეტოქის ვინაობა ცნობილია

 

გასულ უქმეებზე გამართული მატჩების შემდეგ გამოვლინდა ის 7 გუნდი, რომელიც სეზონის მეორე ეტაპზე "ზესტაფონს" კონკურენციას გაუწევს - რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფში" "ა" და "ბ" ქვეჯგუფების 4-4 საუკეთესო კოლექტივი იასპარეზებს ...

08.07.2018

სარეკორდო ანგარიშით გამარჯვება

 

მიმდინარე წლის 8 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრა, რომელშიც "ზესტაფონმა" გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს, ამბროლაურის "რაჭას" უმასპინძლა ...

05.07.2018

სამქულიანი სტუმრობა ბაღდათში

 

2018 წლის 4 ივლისს "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. ბაღდათის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ რეგიონული ლიგის "ა" ჯგუფის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "საირმეს" დაუპირისპირდნენ ...

03.07.2018

ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე!

 

თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზამ მილანის „ინტერის“ საზაფხულო ბანაკს უმასპინძლა. კემპი 25 ივნისს გაიხსნა. ბანაკში საქართველოს სხვადასხვა საფეხბურთო სკოლების 6-დან 16 წლამდე ასაკის დამწყებმა და ჭაბუკმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი ...

02.07.2018

"ზესტაფონის" ბაზაზე იტალიელთა კემპი დასრულდა

 

მილანის "ინტერის" საზაფხულო კემპი დაიხურა. თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე იტალიური გრანდის სკოლა 25 ივნისს გაიხსნა და 1 ივლისს დასრულდა. კემპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული 100 ბავშვი ვარჯიშობდა ...

30.06.2018

"ინტერის" კემპი ძალიან კარგი პროექტია...

 

25 ივნისიდან 1 ივლისამდე თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე მილანის "ინტერის" საზაფხულო კემპი იმართება. იტალიური გრანდის კემპში, რომელიც ორგანიზატორიც "თავისუფალი ფეხბურთია", საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100 ბავშვი მონაწილეობს ...

29.06.2018

დასანანი ფრე ცხინვალელ ჭაბუკებთან

 

28 ივნისს "ზესტაფონის" 15-წლამდე ჭაბუკთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებს "ცხინვალის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ...

28.06.2018

ფრე "ვერცხლის ლიგის" ლიდერთა შეხვედრაში

 

27 ივნისს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის საჩხერეში გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები "ჩიხურას" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ ...

26.06.2018

"ლელო" "ინტერის" საზაფხულო კემპის შესახებ

 

სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ მერაბ მამულაშვილის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე მილანის "ინტერის" 25 ივნისს გახსნილ საზაფხულო ბანაკზე მოგვითხრობს ...

25.06.2018

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს სიუჟეტი

 

გთავაზობთ ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ს გადაცემა ”კურიერში” 25 ივნისს გასულ სიუჟეტს, რომელიც თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, მილანის "ინტერის" საზაფხულო ბანაკის გახსნის შესახებ მოგვითხრობს ...

23.06.2018

“ინტერის“ კემპი “ზესტაფონის“ თბილისურ ბაზაზე

 

2018 წლის 25 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" ორგანიზებით, თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" ბაზა იტალიური და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, მილანის "ინტერის" საზაფხულო კემპს უმასპინძლებს ...

21.06.2018

ფრე და გამარჯვება სამეგრელოს გუნდებთან მატჩებში

 

20 ივნისს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე ჭაბუკთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის შეხვედრებში მარგველმა თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელებმა სამეგრელოს მხარის წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს ...

19.06.2018

დასანანი მარცხი ლიდერთან

 

2018 წლის 19 ივნისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" მარტვილის "სალხინოს" უმასპინძლა ...

18.06.2018

18 ივნისი - "ზესტაფონის" დაბადების დღეა!

 

„ზესტაფონს“ დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდა. წარმოგიდგენთ მასალას, რომელიც ამ წლების მანძილზე ჩვენი კლუბის მიერ განვლილ გზაზე,  მის ისტორიაზე, სპორტულ მოედნებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში „ზესტაფონის“ წარმატებებზე მოგითხრობთ ...

17.06.2018

ჩვიდმეტწლამდელები "ვერცხლის ლიგაში" გალიდერდნენ

 

"ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის გორსა და მარტვილში გამართულ შეხვედრებში მარგველმა თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელებმა შესაბამისად "დილას" და "სამტრედიის" გუნდებს დაუპირისპირდნენ ...

15.06.2018

გაზეთ "ლელოს" პუბლიკაცია

 

გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ მერაბ მამულაშვილის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროექტებს და ამ პროექტებში "ზესტაფონის" მფლობელთა მიერ შექმნილი კომპანია "Lawns of Georgia"-ს ჩართულობას მიეძღვნა ...

13.06.2018

ვითამაშოთ ფეხბურთი ბალახზე!

 

ჩვენ აქამდეც ვწერდით იმ გრანდიოზული პროექტის შესახებ, რომელსაც საფეხბურთო არენებზე სფფ ახორციელებს - ქვეყნის რამდენიმე ქალაქის სტადიონზე კომპანია "Lawns of Georgia"-ს მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის გაზონის დაგების პროცესი მიმდინარეობს ...

12.06.2018

სამქულიანი ვიზიტი ხონში

 

2018 წლის 12 ივნისს "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გამართა. ხონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ რეგიონული ლიგის "ა" ჯგუფის მეცამეტე ტურის მატჩში მარგველები ადგილობრივი "იმერეთის" მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ ...

10.06.2018

გექსა-თრიკი ზესტაფონის ბაზაზე

 

2018 წლის 10 ივნისს "ზესტაფონის" ჭაბუკებმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის შეხვედრებში მარგველმა თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელებმა ქობულეთის "შუქურას" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს ...

08.06.2018

სასიამოვნო ფოტორეპორტაჟი ფოთიდან

 

ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა უკვე იცის იმის შესახებ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყნის რამდენიმე ქალაქის სტადიონზე აწარმოებს კომპანია "Lawns of Georgia"-ს მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის ნატურალური რულონური გაზონის დაგების პროცესს ...

06.06.2018

”ზესტაფონი” ულოცავს!

 

კლუბის პრეს-სამსახური დაბადების დღეს ულოცავს "ზესტაფონის" გენერალურ დირექტორს, ბატონ კორნელი კოკაიას, რომელსაც დღეს 59 წელი შეუსრულდა, კლუბის გენდირექტორის მოადგილეს, ბატონ ვასილ გველესიანს და კლუბის მენეჯერ ირაკლი მინაშვილს ...

05.06.2018

ხუთი გოლი "ჩხერიმელასთან"

 

2018 წლის 5 ივნისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ხარაგაულის "ჩხერიმელას" უმასპინძლა ...

03.06.2018

"ზესტაფონი" მორიგი მატჩისთვის ემზადება

 

ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში გამოცხადებული ორკვირიანი სანაკრებო პაუზა რეგიონული ლიგის ტურნირის მონაწილე გუნდებზე არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ”ზესტაფონი” ჩემპიონატის მოახლოვებული მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს ...

01.06.2018

გამარჯვება "ვერცხლის ლიგის" სტარტზე

 

2018 წლის 1 ივნისს "ზესტაფონის" 15-წლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" სასტარტო მატჩი გამართა. ფოთის საფეხბურთო სკოლის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელებს ადგილობრივი "კოლხეთის" გუნდი დაუპირისპირდა ...

30.05.2018

ქართული ფეხბურთი მინდვრების მოლოდინში

 

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ კომპანია "Lawns of Georgia", რომელიც "ზესტაფონის" მფლობელის ბატონი ილია კოკაიას ძალისხმევითაა შექმნილი, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე საქართველოშივე წარმოებული მწვანე საფარის დაგებას ახორციელებს ...

29.05.2018

მეორე წრის წარუმატებელი სტარტი

 

2018 წლის 28 მაისს "ზესტაფონმა" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მორიგი მატჩი გამართა. დაბა ხარაგაულის მურთაზ და სოსო აბაშიძეების სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი ზესტაფონის "მარგვეთი-2006"-ს დაუპირისპირდა ...

27.05.2018

ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა

 

2018 წლის 27 მაისს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებმა ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასკვნითი, რიგით მეათე ტურის მატჩი გამართა. საჩხერის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელებს "ჩიხურას" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ...

25.05.2018

ჩემპიონატის მეორე წრის სტარტზე

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი ჩემპიონატის მორიგი შეხვედრებისათვის მზადებას შეუდგა. როგორც უკვე გაუწყეთ, მარგველთა გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ადგილობრივი სპეციალისტი მალხაზ ღონღაძე ასრულებს ...

22.05.2018

გაზეთ "ლელოს" პუბლიკაცია

 

გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა მერაბ მამულაშვილის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ პროექტებში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისა" და მისი პარტნიორი კომპანიის ჩართულობას მიეძღვნა ...

19.05.2018

უმაღლესი ხარისხი - მთელ საქართველოს!

 

"ზესტაფონის" ორივე ბაზაზე, ისევე როგორც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, მწვანე საფარის დაგების პროცესში, მის ხარისხსა და ექსპლუატაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში თავის უდიდესი წვლილი შეაქვს კომპანია "Lawns of Georgia"-ს ...

16.05.2018

ზუსტად 10 წლის წინ მოგებული ტიტულის ამბავი

 

დღეს ისტორიული დღეა - ზუსტად 10 წლის წინ, 2008 წლის 16 მაისს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ”ზესტაფონმა” "ამერი” ანგარიშით 2-1 დაამარცხა და საკუთარ ისტორიაში პირველად თასის მფლობელის ტიტულს დაეუფლა ...

15.05.2018

მნიშვნელოვანი გამარჯვება ტორპედოელებთან შეხვედრაში

 

2018 წლის 15 მაისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების მეცხრე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ქუთაისის "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლა უმასპინძლა ...

13.05.2018

ჭაბუკებმა წყალტუბოელები დაამარცხეს

 

2018 წლის 13 მაისს "ზესტაფონის" ჭაბუკებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. პირველობის მეცხრე ტურის შეხვედრებში ზესტაფონელმა 15- და 17-წლამდელებმა წყალტუბოს "სამგურალის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს ...

11.05.2018

ფიტნეს-დარბაზი სრული დატვირთვით ფუნქციონირებს

 

"ზესტაფონის" ქომაგსა და ჩვენი საიტის მკითხველს კარგად ემახსოვრება დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ამ რამდენიმე წლის წინ განვითარებული ამბები, როდესაც უხვი ნალექისა და გრიგალის გამო სტადიონი დაიტბორა და მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ...

08.05.2018

დრამატული სათასო დაპირისპირება

 

2018 წლის 8 მაისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXIX გათამაშების მეორე ეტაპის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" მესამელიგელ "გარდაბანს" უმასპინძლა ...

05.05.2018

ჭაბუკები ქუთაისს ესტუმრნენ

 

მიმდინარე წლის 5 მაისს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, რიგით მერვე ტურის მატჩები გამართა. ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელებს ადგილობრივი კლუბის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ...

03.05.2018

მოულოდნელობებით სავსე ვიზიტი რაჭაში

 

2018 წლის 3 მაისს "ზესტაფონმა" საქართველოს ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. ამბროლაურის სტადიონზე გამართულ ეროვნული პირველობის რეგიონული ლიგის "ა" ჯგუფის მერვე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "რაჭას" დაუპირისპირდნენ ...

30.04.2018

საგაზაფხულო სამუშაოები და მათი შედეგი

 

თბილისის ზღვისთან მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზის მსგავსად, სათამაშო მოედნის მწვანე საფარის განახლება-მოწესრიგებასთან დაკავშირებული სეზონური სამუშაოები ზესტაფონურ ბაზასა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზეც მიმდინარეობს ...

27.04.2018

თბილისურ ბაზაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ

 

ჩვენი კლუბი დიდ ყურადღებას აქცევს ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას. ამ მიზნით, კომპანია "Lawns of Georgia"-ს ძალებით, თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ბაზაზე ხორციელდება სათამაშო მოედნის მწვანე საფარის განახლებასთან დაკავშირებული სამუშოები ...

24.04.2018

"ზესტაფონმა" ბაღდათელები დიდი ანგარიშით დაამარცხა

 

2018 წლის 24 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების მეშვიდე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ბაღდათის "საირმეს" უმასპინძლა ...

22.04.2018

ჭაბუკებმა სამტრედიელ თანატოლებს უმასპინძლეს

 

2018 წლის 22 აპრილს "ზესტაფონის" გუნდებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. ჭაბუკთა პირველობის მეშვიდე ტურის შეხვედრებში ზესტაფონელმა თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელებმა "სამტრედიის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს...

19.04.2018

ეროვნული თასის მეორე ეტაპის ამბები

 

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების მეორე ეტაპზე "ზესტაფონი" ეროვნული ლიგა-3-ს წარმომადგენელ კლუბ "გარდაბანს" დაუპირისპირდება. მატჩი მიმდინარე წლის 8 მაისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება ...

18.04.2018

ისევ ბავშვების სამსახურში

 

გასული კვირა დატვირთული გამოდგა "ფეროს" მოედნისათვის. საქმე იმაშია, რომ მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული გუნდ "მარგვეთი-2006"-ს ბავშვთა გუნდებმა იმერეთის პირველობის შეხვედრები სწორედ ამ მოედანზე ჩაატარეს ...

16.04.2018

"ზესტაფონი" თასის გათამაშებას გამარჯვებით დაუბრუნდა

 

მიმდინარე წლის 16 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXIX გათამაშების პირველი ეტაპის შეხვედრა, რომელშიც "ზესტაფონმა" ბათუმის "დინამოს" მეორე გუნდს უმასპინძლა ...

14.04.2018

ჭაბუკთა ორი მატჩი მარტვილში

 

14 აპრილს "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, რიგით მეექვსე ტურის მატჩები გამართეს. მურთაზ ხურცილავას სახელობის მარტვილის სტადიონზე გამართულ შეხვედრებში ზესტაფონელებს ადგილობრივი "მერანის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ...

12.04.2018

ამხანაგური მატჩი თანაქალაქელებთან

 

”ზესტაფონის” პირველი გუნდი თასის გათამაშებაში სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 12 აპრილს ჩვენმა გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონში მდებარე ბაზაზე მასპინძლები თანაქალაქელ საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს დაუპირისპირდნენ ...

10.04.2018

"ზესტაფონი" ეროვნული თასის გათამაშებას უბრუნდება

 

"ზესტაფონი", 3,5-წლიანი პაუზის შემდეგ, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ჩაერთვება - ტურნირის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ზეომიმერლები ბათუმის "დინამო-2"-ს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ ...

03.04.2018

წარუმატებელი ვიზიტი მარტვილში

 

2018 წლის 2 აპრილს "ზესტაფონის" პირველმა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მორიგი მატჩი გამართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "სალხინოს" დაუპირისპირდნენ ...

31.03.2018

ჭაბუკებმა საჩხერელებს უმასპინძლეს

 

2018 წლის 31 მარტს "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. ჭაბუკთა პირველობის მეხუთე ტურის შეხვედრებში ზესტაფონელმა 15- და 17-წლამდელებმა საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს ...

28.03.2018

"ზესტაფონის" პირველი საშინაო გამარჯვება

 

მიმდინარე წლის 27 მარტს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების მეოთხე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ხონის "იმერეთის" მეორე გუნდს უმასპინძლა ...

26.03.2018

ისევ საქართველოს ნაკრები და "ზესტაფონის" ბაზა

 

26 მარტს ნაკრები ესტონეთთან მატჩისწინა ღია ვარჯიშს გამართავს. ცხადია, "ზესტაფონის" ვებ-გვერდის მომხმარებლის ყურადღებას ამ ამბავზე იმის გამო ვაჩერებთ, რომ ეროვნულ გუნდთან დაკავშირებული ეს ამბები ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ჩვენს ბაზაზე ხდება ...

24.03.2018

ეროვნული თასის კენჭისყრა

 

21 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების პირველი და მეორე ეტაპების კენჭისყრა - თასის პირველი ეტაპზე საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი“ ბათუმის “დინამოს“ მეორე გუნდს დაუპირისპირდება ...

22.03.2018

პირველი გამარჯვება ახალ სეზონში

 

22 მარტს "ზესტაფონის" გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მორიგი მატჩი გამართა. ხარაგაულის მურთაზ და სოსო აბაშიძეების სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივ "ჩხერიმელას" დაუპირისპირდნენ ...

20.03.2018

საქართველოს ნაკრები "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო - 24 მარტს ვლადიმირ ვაისის გუნდი ლიტვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო 27 მარტს ჩვენი ფეხბურთელები ესტონეთის წინააღმდეგ ითამაშებენ ...

18.03.2018

ექვსი ქულა წყალტუბოდან

 

18 მარტს "ზესტაფონის" ჭაბუკებმა 2018 წლის ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, რიგით მეოთხე ტურის მატჩები ჩაატარეს. წყალტუბოს სტადიონზე გამართულ შეხვედრებში ზესტაფონელებს ადგილობრივი "სამგურალის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ...

15.03.2018

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს სიუჟეტი

 

გთავაზობთ ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ს გადაცემა ”კურიერში” 14 მარტს გასულ სიუჟეტს, რომელიც, სამწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, "ზესტაფონის" ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნებისა და რეგიონულ ლიგაში გამართულ სადებიუტო მატჩის შესახებ მოგვითხრობს ...

13.03.2018

მინიმალური მარცხი სეზონის სასტარტო შეხვედრაში

 

მიმდინარე წლის 13 მარტს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველმა გუნდმა თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლა ...

11.03.2018

ჭაბუკებმა ტორპედოელებს უმასპინძლეს

 

11 მარტს "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. პირველობის მესამე ტურის შეხვედრებში ზესტაფონელმა თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელებმა ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენლებს უმასპინძლეს ...

09.03.2018

ტელეკომპანია "იმედის" სიუჟეტი

 

25 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით, ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" ორგანიზებით, თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" ბაზა მილანის "ინტერის" საზაფხულო კემპს უმასპინძლებს. გთავაზობთ ”იმედის”-ს გადაცემა ”სპორტში” გასულ სიუჟეტს ...

07.03.2018

"საპოვნელას" და "ზესტაფონის" მატჩი არ შედგება

 

2018 წლის 7 მარტს თერჯოლის სტადიონზე XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის პირველი ტურის შეხვედრაში ადგილობრივ "საპოვნელას" ”ზესტაფონისთვის” უნდა ემასპინძლა. თუმცა, კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის გამო "საპოვნელა" ჩემპიონატიდან იქნა მოხსნილი ...

06.03.2018

ახალი სეზონის სტარტზე

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ახალი ფორმაციის პირველი გუნდი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 7 მარტს, რეგიონლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, ჩვენი გუნდი თერჯოლას ესტუმრება და ადგილობრივ "საპოვნელას" დაუპირისპირდება ...

04.03.2018

ზესტაფონელ ჭაბუკთა "თავგადასავალი" დიდ ჯიხაიშში

 

2018 წლის 4 მარტს "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა 2018 წლის ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. სოფელ დიდი ჯიხაიშის სტადიონზე გამართულ შეხვედრებში ზესტაფონელებს ადგილობრივი "სამტრედიის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ...

01.03.2018

სპარინგ-მატჩი ტორპედოელებთან

 

”ზესტაფონის” პირველი გუნდი მოახლოვებული სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 28 თებერვალს გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველებს ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდი დაუპირისპირდა ...

26.02.2018

ამხანაგური შეხვედრა "საირმესთან"

 

”ზესტაფონის” პირველი გუნდი მოახლოვებული სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 25 თებერვალს გუნდმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონში მდებარე ბაზაზე მასპინძლებს რეგიონლიგელი ბაღდათის საფეხბურთო კლუბი "საირმე" დაუპირისპირდა ...

24.02.2018

ჭაბუკები ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვნენ

 

2018 წლის 24 თებერვალს გამართული ორი მატჩით "ზესტაფონის" ჭაბუკები საქართველოს 2018 წლის ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვნენ. სასტარტო შეხვედრებში ზესტაფონელთა 15- და 17-წლამდელთა გუნდებს მარტვილის "მერანის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ...

22.02.2018

ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატის კალენდარი

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ ჩვიდმეტ- და თხუთმეტწლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე კლუბებს დაუგზავნა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მოასპარეზე ჭაბუკთა 2018 წლის ჩემპიონატის კალენდარი ...

21.02.2018

რეგიონალური ლიგის კალენდარი

 

აჭარის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ (რეგიონლიგის "ა" და "ბ" ქვეჯგუფების საორგანიზაციო ამბებს სწორედ ეს ორგანიზაცია კურირებს) რეგიონალური ლიგის მონაწილე კლუბებს 2018 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაუგზავნა ...

19.02.2018

"სარბიელის" პუბლიკაცია

 

გაზეთ "სარბიელის" გვერდზე (დღესდღეობით ეს პოპულარული სპორტული გამოცემა ელექტრონულ ფორმატში გამოდის) გამოქვეყნდა ჟურნალისტ გიორგი ნოზაძის მეტად საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც "ზესტაფონის" ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნების ამბავს ეხმაურება ...

17.02.2018

ამხანაგური შეხვედრა "ჩხერიმელასთან"

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მოახლოვებული სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 17 თებერვალს გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონში მდებარე ბაზაზე მასპინძლებმა ხარაგაულის "ჩხერიმელას" უმასპინძლეს ...

16.02.2018

ჩვიდმეტწლამდელთა სპარინგი ბაღდათელებთან

 

”ზესტაფონის” 17-წლამდელები საქართველოს ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას განაგრძობენ. 16 თებერვალს ზესტაფონის ბაზაზე ჩვენმა გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონელთა მეტოქე ბაღდათის ”საირმეს” წარმომადგენელი გუნდი გახლდათ ...

15.02.2018

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს სიუჟეტი

 

გთავაზობთ ”რუსთავი-2”-ს საინფორმაციო გადაცემა ”კურიერში” გასულ სიუჟეტს, რომელიც სფფ-ს აღმასკომის მიერ "ზესტაფონის" ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგაში დაშვებისა და ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული პირველი შეფასებების შესახებ მოგვითხრობს ...

14.02.2018

ტელეკომპანია "არგოს" სიუჟეტი

 

გთავაზობთ ტელეკომპანია ”არგოს” გადაცემა ”სპექტრში” 14 თებერვალს გასულ სიუჟეტს, რომელიც სფფ-ს აღმასკომის მიერ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგაში დაშვებისა და იმერელთა უახლოესი გეგმების შესახებ მოგვითხრობს ...

14.02.2018

"ზესტაფონი" რეგიონლიგაში იასპარეზებს

 

14 თებერვალს სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასკომის წევრებმა 2018 წლის ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულება დაამტკიცეს. ასევე კენჭი უყარეს კლუბების ლიცენზირების დებულებაში შესატან ცვლილებებს ...

13.02.2018

ამხანაგური მატჩი ბორჯომელებთან

 

”ზესტაფონის” პირველი გუნდი მოახლოვებული სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 13 თებერვალს გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველებს ლიგა-3-ის წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი "ბორჯომი" დაუპირისპირდა ...

12.02.2018

17-წლამდელთა ამხანაგური მატჩი "ზესტაფონის" ბაზაზე

 

2018 წლის 12 თებერვალს გიორგი ნემსაძის დამმოძღვრილმა საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა გუნდმა თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე ავსტრიელ 17-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა ...

10.02.2018

ჩვიდმეტწლამდელთა პირველი სპარინგი

 

უფროს თანაკლუბელებთან ერთად, ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას ”ზესტაფონის” 17-წლამდელებიც განაგრძობენ. 10 თებერვალს საჩხერის ბაზაზე გუნდმა საკონტროლო მატჩი გამართა - ზესტაფონელთა მეტოქე ”ჩიხურას” წარმომადგენელი გუნდი გახლდათ ...

08.02.2018

”ზესტაფონმა” სფფ-ს აღმასკომს წერილით მიმართა

 

მიმდინარე წლის 8 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" წერილით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს. თავის მხრივ, ჩვენი კლუბის ინტერნეტ-გვერდი ამ წერილის ტექსტს უვლელად გთავაზობთ ...

05.02.2018

შოთა შეყილაძე კარიერას ლიგა-1-ში გააგრძელებს

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი შოთა შეყილაძე, იმერულ კლუბსა და თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივს” შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კარიერას თბილისელთა რიგებში გააგრძელებს ...

03.02.2018

”Ipress”-ის პუბლიკაცია

 

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელი ილია კოკაია, სფფ-ს პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილი მიერ სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოს „TV პირველის“ ეთერში პასუხობს და აცხადებს, რომ კობიაშვილმა ის დაპირება ვერ შეასრულა, რაც ზესტაფონელ გულშემატკივარს მისცა ...

01.02.2018

"მინდა, რომ კობიაშვილი ყველას პრეზიდენტი იყოს"

 

ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალის ალეკო კაკაურიძის პუბლიკაცია სახელწოდებით "იყავით ყველას პრეზიდენტი!", რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა ...

31.01.2018

”PrimeTime”-ს პუბლიკაცია

 

29 იანვარს "ზესტაფონის" მფლობელი ბატონი ილია კოკაია სამაუწყებლო ტელეკომპანია "TV პირველს"-ს ესტუმრა და ლევან ჩხაიძის საავტორო გადაცემა "დღის ამბებში" მიიღო მონაწილეობა. ჩვენი საიტი კი ამ ძალიან საინტერესო გადაცემის ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ ...

29.01.2018

ილია კოკაია "TV პირველის" გადაცემა "დღის ამბებში"

 

29 იანვარს "ზესტაფონის" მფლობელი ბატონი ილია კოკაია სამაუწყებლო ტელეკომპანია "TV პირველს"-ს ესტუმრა და ლევან ჩხაიძის საავტორო გადაცემა "დღის ამბებში" მიიღო მონაწილეობა. ჩვენი საიტი კი ამ ძალიან საინტერესო გადაცემის ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ ...

28.01.2018

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ორი ბაზა

 

ს.კ. "ზესტაფონის" მიერ თბილისსა და ზესტაფონში აშენებულია ორი საწვრთნელი ბაზა. გთავაზობთ მცირე ზომის ორ ვიდეოსიუჟეტს, რომლებიც თბილისის ზღვის და სოფელ კლდეეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სპორტული კომპლექსების შესახებ მოგვითხრობს ...

 

 

 

 

 

 





 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2018