Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

27.10.2018

 

 

 

 

 

 

 

 

თხუთმეტწლამდელთა გამარჯვება "ცხინვალთან" შეხვედრაში

 

 

 

 

 

27 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის თბილისში გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდნენ.

 

ზემოიმერელ და სამაჩაბლოელ თხუთმეტწლამდელთა გუნდები მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ერთმანეთის წინაშე 29 ივნისს ზესტაფონში გამართულ შეხვედრაში წარსდგნენ. ის მატჩი დაძაბულად, ორმხრივ შეტევებსა და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ ფრედ 2-2 დასრულდა..

 

რაც შეეხება თხუთმეტწლამდელთა ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის ერთ-ერთ აუტსაიდერ ცხინვალელებთან დღევანდელ დაპირისპირებას, ის ზესტაფონელთა დომინირების ფონზე წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.

 

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, 56-ე წუთზე ანგარიში ზესტაფონელთა შემტევის ნოდარ ცხადაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ გაიხსნა. საბოლოო ანგარიში კი მატჩის მიწურულს, 67-ე წუთზე დაფიქსირდა - შოთა ანდრიაძის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი დარტყმა გოლად თავად დაზარალებულმა აქცია...

 

 

27.10.2018. U-15. ”ცხინვალი” - ”ზესტაფონი” 0-2

"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე, ლ. გურული, დ. გაჩეჩილაძე, კაპანაძე, ა. ცხადაძე, ანდრიაძე, ნებიერიძე, ფანჩულიძე, ნ. ჭუმბურიძე, დ. ტაბატაძე (ბუხრაშვილი, 61), ნ. ცხადაძე.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018