22.12.2018
რეპორტაჟი ზესტაფონის ბაზიდან
როგორც იცით, ნოემბრის დასაწყისში ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე სპორტული კომპლექსის ორ საფეხბურთო მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო გაზონების დამზადებითაა დაკავებული და უკვე რამდენიმე წელია ამ სფეროში წარმატებით ფუნქციონირებს ...
ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილმა "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტებმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" იმერეთში მდებარე სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მოედნებზე ჩვენი კლიმატური პირობებისათვის საგანგებოდ შერჩეული ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის უმაღლესი ხარისხის ორი სახეობის ბალახი დათესეს...
დათესვის შემდეგ ორივე მოედანი, ბაზაზე არსებული მესამე მინდვრის მსგავსად, ადგილობრივი პერსონალის მხრიდან ყოველდღიური დაკვირვებისა და მოვლის რეჟიმშია... ბალახმა ამოსვლა მალევე დაიწყო და დათესვიდან 1,5 თვის თავზე მინდვრები არაჩვეულებრივად გამოიყურება...
ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური კი ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე სადღეისოდ არსებული ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ.
|