Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

10.10.2018

 

 

 

 

 

 

 

 

სპარინგ-მატჩი ბაღდათელებთან

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი რეგიონლიგის დასავლეთის ზედა ჯგუფის მიმდინარე ტურნირის მეორე წრის მოახლოვებული სტარტისათვის ემზადება. 10 ოქტომბერს გუნდმა სპარინგ-მატჩი გამართა - ზესტაფონში მდებარე ბაზაზე მასპინძლებს ბაღდათის საფეხბურთო კლუბი "საირმე" დაუპირისპირდა.

 

მატჩი ზესტაფონელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 9-2 დასრულდა. "ზესტაფონის" რიგებში გატანილი გოლებით თავი ბაჩო ბერაძემ (2), აკაკი დვალმა, ლაშა ბუბულაშვილმა, ზაალ ზუზაძემ, ნიკა ჭანტურიძემ, ბესო ფერაძემ და ბექა აბჟანდაძემ (2) გამოიჩინეს.

 

"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ჩიტორელიძე, ვარდოსანიძე, ბუბულაშვილი, ნ. გაჩეჩილაძე, ზარნაძე, მაკარიძე, ბ. ბერაძე, ა. დვალი. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: აბრამიშვილი, ანჟანდაძე, ბ. ფერაძე, ზუზაძე, ნასრაძე, გ. სამხარაძე, ფოცხვერაშვილი, თ. ბერაძე, ფანცულაია, სხილაძე, გ. ღონღაძე, ჭანტურიძე, ჯანიაშვილი.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018