11.11.2018
თხუთმეტწლამდელთა გამარჯვება წყალტუბოში
11 ნოემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის წყალტუბოში გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "სამგურალის" წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელი თხუთმეტწლამდელები და დღევანდელ შეხვედრაში მათი მეტოქე წყალტუბოელები მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზეც ერთ ჯგუფში ასპარეზობდნენ - წყალტუბოში გამართული პირველი წრის შეხვედრა ზემოიმერლებმა დიდი ანგარიშით 3-0 მოიგეს, ხოლო ზესტაფონში მეტოქე უფრო მოკრძალებულად 2-0 დაამარცხეს.
რაც შეეხება თხუთმეტწლამდელთა ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის პირველი წრის შეხვედრას, ის ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე გაიმართა და ამჯერად "სამგურალის" მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა...
რაც შეეხება თხუთმეტწლამდელთა ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის გათამაშების მეორე წრის წყალტუბოში დღეს გამართულ დაპირისპირებას, ის ზესტაფონელთა დომინირების ფონზე წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.
უკვე 15-ე წუთზე ანგარიში სტუმართა ნახევარმცველის ნიკა ჭუმბურიძის ზუსტი დარტყმის შემდეგ გაიხსნა. 26-ე წუთზე კი ნოდარ ცხადაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და ზესტაფონელებმა შეხვედრა გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანეს ...
|
11.11.2018. U-15. ”სამგურალი” (წყალტუბო) - ”ზესტაფონი” 0-2 |
"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე, დ. გაჩეჩილაძე, კაპანაძე, ა. ცხადაძე, ნ. ჭუმბურიძე, ფანჩულიძე, ნებიერიძე, კლდიაშვილი (ბუხრაშვილი, 50), დ. ტაბატაძე (მახათაძე, 54), ანდრიაძე, ნ. ცხადაძე.
|
|