Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

01.03.2019

 

 

 

 

 

 

 

 

რეგიონალური ლიგის კალენდარი

 

 

 

 

 

იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ (წელს რეგიონალური ლიგის დასავლეთის "ა" ქვეჯგუფის საორგანიზაციო ამბებს, სფფ-სთან ერთად, სწორედ ეს ორგანიზაცია კურირებს) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის მონაწილე კლუბებს 2019 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაუგზავნა.

 

ტურნირის ჩატარების დამტკიცებული დებულების მიხედვით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გუნდი რეგიონალური ლიგის გათამაშების პირველ ეტაპზე "" ქვეჯგუფში იასპარეზებს და მას მეტოქეობას ქუთაისის "ტორპედოს-2", წყალტუბოს "სამგურალი-2", ხონის "იმერეთი-2", ხარაგაულის "ჩხერიმელა", ბაღდათის "საირმე", ზესტაფონის "მარგვეთი-2006", ვანის "სულორი", ხაშურის "ივერია" და ამბროლაურის "რაჭა" გაუწევენ...

 

აქვე გვინდა ეროვნული ჩემპიონატის დებულების ტექსტიდან რამდენიმე საინტერესო ამონარიდი შემოგთავაზოთ: "რეგიონული ლიგის გათამაშება ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ 5 ქვეჯგუფში, რომელშიც ტერიტორიული პრინციპითა და ასევე ბრმა წილისყრით გადანაწილდებიან...  დასავლეთ საქართველოს 21 გუნდი გეოგრაფიული პრინციპით გადანაწილდება "ა" (10 გუნდი) და "ბ" (11 გუნდი) ქვეჯგუფებში...

 

რეგიონული ლიგის გათამაშების მეორე ეტაპზე "ა" და "ბ" ქვეჯგუფებში პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გასული გუნდები შეადგენენ ახალ 10-გუნდიან ჯგუფს პირობითი სახელწოდებით "დასავლეთის ზედა ჯგუფი", ხოლო მეექვსე ადგილზე და მის შემდეგ გასული დანარჩენი გუნდები შეადგენენ ახალ ჯგუფს პირობითი სახელწოდებით "დასავლეთის ქვედა ჯგუფი".


ჩემპიონატის მეორე ეტაპი ზედა და ქვედა ჯგუფებში გაიმართება ორ წრედ, გუნდები ერთმანეთს ორ-ორჯერ, შინ და სტუმრად შეხვდებიან. ზედა და ქვედა ჯგუფებში გუნდებს პირველი ეტაპიდან არ გადაჰყვებათ არც ქულები და არც ცხრილის სხვა რომელიმე მაჩვენებელი (გარდა ბარათებისა და სანქციებისა), მათ შორის არც ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები. გუნდები მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულით. დასავლეთის ზედა ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი აღზევდება 2020 წლის ლიგა 4-ში".

 

მაშ ასე, 2019 წლის ჩემპიონატი ზესტაფონელთათვის 4 აპრილს დაიწყება - ამ დღეს "ზესტაფონი" წყალტუბოს ესტუმრება, სადაც ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "სამგურალის" მეორე გუნდს დაუპირისპირდება. სეზონის გახსნა კი ჩვენს გუნდს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში ჩართვით მოუწევს - 11 მარტს ამბროლაურში გასამართ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივ "რაჭას" ეწვევიან, ხოლო 15 მარტს ქუთაისის "ტორპედო"-2-ს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ...

 

 

   
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019