საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების მეორე ტურის მატჩისათვის მზადებას განაგრძობს - მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საფეხბურთო გუნდი თბილისის სტადიონ "დინამო-არენაზე" ლატვიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.
ყაზახეთის ნაკრებთან გასვლით შეხვედრაში მოპოვებული ლამაზი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე შეიკრიბა და ლატვიელთა დასახვედრად ორი დღის მანძილზე ემზადებოდა...
ჩვენი კლუბის სახელით გვინდა ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ შეხვედრაშიც და მიმდინარე ტურნირშიც წარმატება ვუსურვოთ! ჩვენს ერთგულ მომხმარებელს კი ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ეროვნული ნაკრების "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშის მიმდინარეობის ამსახველ ვიდეო- და ფოტომასალას გთავაზობთ ...
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ვიდეო- და ფოტომასალა