Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

02.02.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელთა პირველი სპარინგი

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 2 თებერვალს გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველებმა რეგიონლიგის წარმომადგენელ ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლა.

 

მატჩი საინტერესოდ წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა. პირველ ტაიმში "ზესტაფონი" ბერდია შარვაძემ დააწინაურა, მეორეში კი გატანილი გოლებით თავი 2001 წელს დაბადებულმა ორმა ფეხბურთელმა (შოთა ფანცულაიამ და მიხეილ სხილაძემ) გამოიჩინა. მატჩის მიწურულს ქუთაისელებმა "პრესტიჟის გოლის" გატანა და ანგარიშში სხვაობის ოდნავ შემცირება მოახერხეს...

 

"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, ბუღაძე, ბუბულაშვილი, ნ. გაჩეჩილაძე, დვალი, გოგობერიშვილი, ბ. ფერაძე, შარვაძე. მეორე ტაიმში კი მასპინძელთა რიგებში ა. ფერაძე, აბჟანდაძე, ფანცულაია, გ. სამხარაძე, სხილაძე და ჭუმბურიძე გამოჩნდნენ.

 

მორიგ ამხანაგურ შეხვედრას მარგველები 8 თებერვალს გამართავენ - ამ დღეს ზესტაფონს ეროვნულ ლიგა-2-ში დაწინაურებული საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" პირველი გუნდი ესტუმრება...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019