Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.09.2018

 

 

 

 

 

 

 

 

"პირველი არხის" პუბლიკაცია

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, "ზესტაფონის" მეპატრონე ბიზნესმენმა ილია კოკაიამ მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად დასავლეთ ევროპის უდიდესი მწვერვალი მონბლანი დალაშქრა. ამ საინტერესო ამბავს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ინტერნეტგვერდმა მიუძღვნა საგანგებო პუბლიკაცია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ ...

"„ზესტაფონის“ პრეზიდენტი იალბუზის დალაშქვრასაც აპირებს: "იალბუზზე საქართველოს და კლუბ „ზესტაფონის" დროშები უნდა აღვმართო".

 

დასავლეთ ევროპის უდიდესი მწვერვალის დალაშქვრის შემდეგ, ბიზნესმენი ილია კოკაია კავკასიონის უდიდეს მწვერვალზე, იალბუზზე (სიმაღლე – 5642 მ) ასვლასაც გეგმავს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მეპატრონემ პირველ არხს თავად განუცხადა.

 

შედარებით დაბალი სიმაღლის მწვერვალების დალაშქვრის შემდეგ დიდი სტიმული და ინტერესი გამიჩნდა. მონბლანზე ასვლის შემდეგ კი, მეგობრებთან ერთად იალბუზზე ექსპედიციის მოწყობაც გადავწყვიტე“, – ამბობს კოკაია.

 

30 აგვისტოს, ბიზნესმენმა და საფეხბურთო კლუბის მეპატრონემ მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად, დასავლეთ ევროპის უდიდესი მწვერვალი, საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე, ალპებში მდებარე მონბლანი (4 810 მეტრი) წარმატებით დალაშქრა.

 

მართალია, მონბლანი ყველაზე მაღალი მწვერვალი არ არის, მაგრამ ერთ-ერთ ურთულესია. ჩვენ იქ „სიკვდილის დერეფანი“ გავიარეთ, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იალბუზი მასზე მაღალია, მაგრამ მონბლანის დალაშქვრა უფრო რთულია. ჩემი მიზანია, რომ იალბუზზე საქართველოს და საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ დროშები აღვმართო“, – განუცხადა პირველ არხს ილია კოკაიამ".

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018