Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.04.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ცამეტწლამდელთა სასტარტო წარმატება

 

 

 

 

 

მიმდინარე კვირაში სტარტი აიღო სხვადასხვა ასაკის ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობამ (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) ფეხბურთში - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ცამეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ხაშურის "ივერიას" უმასპინძლა.

 

აუცილებლად უნდა ითქვას იმის თაობაზე, რომ ტურნირი, რომელიც 2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის იმართება და რომელსაც გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშება ეწოდება, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მხარისა და შიდა ქართლის წარმომადგენელი კოლექტივები მონაწილეობენ. რაც შეეხება ჩვენს კლუბს, "ზესტაფონის" წარმომადგენელი კოლექტივი იმერეთის ღია პირველობაში მონაწილეობს პირველად იღებს.

 

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ივერიასთან" შეხვედრა გაიმართა ზესტაფონის ხელოვნურსაფარიან (ე. წ. "ფეროს") მოედანზე, რომელზეც ამ რამდენიმე წლის წინ უსაფრთხოების კუთხით უეფას მიერ გამკაცრებული მოთხოვნების გამო აღარ ტარდებოდა სფფ-ს მიერ ორგანიზებული ოფიციალური შეხვედრები. მას შემდეგ არენაზე განხორციელდა სათამაშო მოედნის ზომების შემცირებასთან დაკავშირებული სამუშაოები და მოედანზე შესაძლებელია ბავშვთა და ჭაბუკთა ტურნირების მატჩების გამართვა...

 

საინტერესოა, რომ ჩვენი კლუბის წარმომადგენელ კოლექტივთა გარდა, ხელოვნურსაფარიან მოედანზე უსასყიდლოდ ვარჯიშობენ და ოფიციალურ მატჩებს ატარებენ მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული და "მარგვეთი-2006"-ს სახელით იმერეთის პირველობაზე მოასპარეზე ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებიც...

 

რაც შეეხება თავად ზესტაფონურ-ხაშურულ დაპირისპირებას, სასიამოვნოა, რომ ნორჩმა ფეხბურთელებმა გულშემატკივართა იმედები გაამართლეს და შიდაქართლელებთან შეხვედრაში ორბურთიანი უპირატესობით გამარჯვება მოიპოვეს - 2-0. გატანილი გოლებით კი თავი ტატო ცხადაძემ და სანდრო კვანტიძემ გამოიჩინეს...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019