Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.11.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ნაკრები "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება

 

 

 

 

 

2018 წლის 19 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების წელს გასამართ დასკვნით შეხვედრას გამართავს - ტურნირის "დ" დივიზიონის I ჯგუფის გამარჯვებული ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

 

ანდორის ნაკრებთან გასვლით შეხვედრაში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე 17 ნოემბერს შეიკრიბა და ყაზახეთის გუნდის დასახვედრად სწორედ ჩვენი კლუბის სპორტული კომპლექსის მინდვრებზე მოემზადება...

 

უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურის ყაზახეთის ნაკრებთან გასამართ მატჩს საქართველოს ეროვნული გუნდი თბილისის "დინამო-არენაზე" გამართავს. ერთა ლიგის ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის 19 ნოემბერს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

 

ჩვენი კლუბის სახელით გვინდა ეროვნულ ნაკრებს ხვალინდელ შეხვედრაში წარმატება ვუსურვოთ! ჩვენს ერთგულ მომხმარებელს კი ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ეროვნული ნაკრების "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშის მიმდინარეობის ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ ...

 

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ფოტომასალა
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018