17.04.2019
"ზესტაფონს" სენსაციამდე ცოტა დააკლდა
მიმდინარე წლის 17 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXX გათამაშების 1/16-ფინალური სტადიის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" მეორე ლიგის ლიდერს, თბილისის საფეხბურთო კლუბ "მერანს" უმასპინძლა.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების რიგით მეოთხე ეტაპზე ზესტაფონელებს ეროვნული ლიგა-2-ს ერთპიროვნული ლიდერი და უმაღლეს დივიზიონში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი დაუპირისპირდა. როგორც მოგეხსენებათ, თბილისური გუნდის შემადგენლობაში ძალიან ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ასპარეზობს...
შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა - გუნდები მოედნის თვითოეული მეტრისათვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ და ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ. 22-ე წუთზე კი სტუმრები მოედანზე კაცმაკლულნი დარჩნენ - ბაჩო ბერაძის წაქცევისათვის მოედნიდან იქნა გაძევებული "მერანის" მცველი ლუკა თოლორდავა, სტუმართა კარში დაინიშნა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომელიც თავად დაზარალებულმა შეასრულა, თუმცა თბილისელთა გოლკიპერმა ბექა შეყრილაძემ დარტყმის მოგერიება მოახერხა. ტაიმიც გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა.
ფიცხელი ბრძოლა შეხვედრის მეორე ნახევარშიც გაგრძელდა. მატჩი ორმხრივ იერიშებში მომდინარეობდა. საბოლოოდ კი, ისე მოხდა, რომ დღევანდელ დაპირისპირებაში გამარჯვებულის ვინაობა გამოცდილების ფაქტორმა გადაწყვიტა. მატჩის მიწურულს (81-ე და 90-ე წუთები) დავით ბოლქვაძემ ზედიზედ ორჯერ მოახერხა მასპინძელთა კარის აღება, რითაც უზომოდ გაახარა თავის თანაგუნდელები და "მერანს" მერვედფინალის საგზური მოუტანა...
|
17.04.2019. ”ზესტაფონი” - ”მერანი” (თბილისი) 0-2 |
"ზესტაფონი": გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, სვიანაძე, ჩხიკვაძე, სამხარაძე (ვარდოსანიძე, 83), დვალი, ნ. გაჩეჩილაძე, გოგობერიშვილი (ბუბულაშვილი, 70), ბ. ბერაძე (თ. ბერაძე, 84), ბ. ფერაძე.
დაწვრილებით:
|
ფოტო მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ |