საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი, საშემოდგომო ნალილის მეორე წრის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. როგორც მოგეხსენებათ, მარგველთა გუნდი რეგიონული ლიგის დასავლეთის ზონის "ზედა ჯგუფში" ასპარეზობს...
ზესტაფონელები სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზისას დაგეგმილ საწვრთნელ შეკრებას მშობლიურ ქალაქში გადიან და გადამწყვეტი მატჩებისათვის საკუთარი ბაზაზე ემზადებიან. წინა კვირაში გუნდმა 2 ამხანაგური მატჩის გამართვაც მოასწრო - ჯერ თანალიგელი ბაღდათის "საირმე" ანგარიშით 9-2 გაანადგურა, შემდეგ კი უმაღლესლიგელ "სამტრედიას" 4-2 მოუგო..
"დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეორე წრის სასტარო შეხვედრაში "ზესტაფონი" ბათუმის საფეხბურთო კლუბ "მეტას" უმასპინძლებს. ეს მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 18 ოქტომბერს გაიმართება და 16:00 დაიწყება...