Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.11.2018

 

 

 

 

 

 

 

 

"ვერცხლის ლიგა" დასასრულს უახლოვდება

 

 

 

 

2018 წლის 18 ნოემბერს ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტ- და თხუთმეტწლამდელთა გუნდები შესაბამისად ზუგდიდელ და საჩხერელ თანატოლებს უმასპინძლეს.

 

ჩვენი კლუბის ჩვიდმეტწლამდელებმა "ვერცხლის ლიგის" მიმდინარე ტურნირის დასავლეთის ჯგუფის ერთ-ერთ აუტსაიდერ საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" წარმომადგენელ გუნდთან რიგით მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრა ზესტაფონში, ჩვენი კლუბის ბაზის მწვანე მინდორზე გამართეს.

 

მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით მიმდინარეობდა და მატჩის დებიუტშივე ისინი ანგარიშში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. შეხვედრის მე-4-ე და მე-8-ე წუთებზე გატანილი გოლებით დუბლი იმერელთა შემტევმა ბესო ფერაძემ შეასრულა.

 

მე-14-ე წუთზე თავის გოლი გაიტანა მასპინძელი გუნდის ნახევარმცველმა შოთა ფანცულაიამ, რომელმაც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე მეტოქე უსაქმოდ დატოვა და კარში ზუსტად დაარტყა. მატჩის 38-ე წუთზე კი გატანილი გოლით თავი ისევ ბესო ფერაძემ გამოიჩინა და ჰეთ-თრიკის ავტორობა გაიფორმა...

 

კიდევ უფრო დაწინაურება მასპინძლებმა მეორე ტაიმში, კერძოდ 56-ე წუთზე მოახერხეს - გოლი "ზესტაფონის" ფორვარდის ნიკა ღვალაძის ანგარიშზეა. 60 -ე წუთზე დღევანდელ შეხვედრაში თავის გოლი დათო ბებიაშვილმა გაიტანა, ხოლო 66-ეზე ნიკა ღვალაძემ დუბლი გაიფორმა და ზუგდიდელებთან დაპირისპირების საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 7-0.

 

სადღეისოდ მარგველი ჩვიდმეტწლამდელები სატურნირო ცხრილის საპატიო მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის დასკვნითი, რიგით მეოცე ტურის შეხვედრაში, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართება, ზესტაფონელები ბათუმს ესტუმრებიან და ადგილობრივი "დინამოს" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

 

 

18.11.2018. U-17. ”ზესტაფონი”- ”ზუგდიდი” 7-0

"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე (ცერცვაძე, 72), ნასრაძე, სვიანაძე (თვალაბეიშვილი, 60), ღონღაძე, თ. ჭუმბურიძე, სხილაძე, დ. ბებიაშვილი, ჯანიაშვილი, ბ. ფერაძე (ახვლედიანი, 67), ფანცულაია, ღვალაძე.

 

* * *

დღესვე მორიგი შეხვედრა ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა გუნდმაც გამართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის მეოცე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელებს გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი საჩხერის საფეხბურთო კლუბი "ჩიხურა" დაუპირისპირდა და მასპინძლები ანგარიშით 3-1 დაამარცხა. ზესტაფონელთა რიგებში გატანილი გოლით თავი ნიკა ჭუმბურიძემ გამოიჩინა...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018