Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.03.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ნაკრები "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება

 

 

 

 

 

2019 წლის 18 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისათვის მზადება დაიწყო - 23 მარტს ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში შვეიცარიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, ხოლო 26 მარტს ჩვენი ფეხბურთელები ირლანდიელებს დუბლინში ესტუმრებიან.

 

ვლადიმირ ვაისის გუნდმა შვეიცარიასთან და ირლანდიასთან შეხვედრებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება 18 მარტს დაიწყო. უახლოესი ორი ოფიციალური თამაშისთვის მთავარმა მწვრთნელმა 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, ამასთან, გამოცხადდა კიდევ ცხრა ფეხბურთელი, რომლებსაც სლოვაკი სპეციალისტი ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს...

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის თბილისის "დინამო-არენასა" და დუბლინის "Aviva Stadium"-ზე გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება.

 

თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ფოტო- და ვიდეომასალას, რომელზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩვენი კლუბის ბაზაზე ვარჯიშის მიმდინარეობაა ასახული...

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის მასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019