Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

06.03.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ერთი მატჩის ისტორია

 

 

 

 

 

2019 წლის 4 მარტს სპორტულ საიტზე leadersport.ge გამოქვეყნდა საინტერესო პუბლიკაცია, რომელშიც ჩვენი გუნდის რიგებში გატარებული არაერთი დასამახსოვრებელი სეზონის მანძილზე ყველა ქართული ტიტულის მომგები, მარგველთა მაისურით ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ევროტურნირებში მრავალი დასამახსოვრებელი მატჩის ჩამტარებელი ფორვარდი ჯაბა დვალი "ზესტაფონის" მიერ უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფში ბელგიური "ბრიუგეს" წინააღმდეგ თბილისში გამართულ შეხვედრაზე საუბრობს. ჩვენ კი ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ:

 

2004 წელს, ქართულმა გუნდმა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად გააღწია. მაშინ ეს თბილისის დინამომ შეძლო. 7 წლის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს ჰქონდა შანსი ეს მეორედ გაეკეთებინა, მაგრამ ბელგიურ ბრიუგესთან მოეცარათ ხელი.

 

მაშინ, ზესტაფონი ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა და ჯერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, სადაც პირველ წრეში მოლდოვური „დაჩია“ გამოაგდო, ხოლო შემდეგ ავსტრიულ შტურმთან დამარცხდა და ევროპის ლიგის პლეიოფში გადავიდა. ბრიუგე მარტივი მეტოქე არასდროს არავისთვის ყოფილა, მაგრამ ამის მიუხედავად ზესტაფონმა ბოლომდე იბრძოლა და რომ არა მატჩის არბიტრის რამდენიმე უხეში შეცდომა თბილისურ მატჩს აუცილებლად მოიგებდა.

 

საბოლოოდ ის მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. დუბლი ნიკა გელაშვილმა მიითვალა, ხოლო ერთი გოლით ჯაბა დვალი გამოირჩა. განმეორებით დაპირისპირებაში კი მასპინძლებმა 2:0 იმარჯვეს. რუბრიკაში „ერთი მატჩის ისტორია“ იმ მატჩის პერიპეტიებს თავად ჯაბა დვალი იხსენებს.

 

 

გამოყენებულია "leaderbet.ge"-ის ვიდეომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019