Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.10.2018

 

 

 

 

 

 

 

 

საშინაო ფრე "მეტასთან"

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის დასავლეთის "ზედა ჯგუფის" ტურნირის მორიგი, რიგით მერვე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ბათუმის საფეხბურთო კლუბ "მეტას" უმასპინძლა.

 

იმერულ-აჭარული დაპირისპირება ძალიან დაძაბულად წარიმართა და ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. ტერიტორიულ უპირატესობას უმეტესად "ზესტაფონის" ფეხბურთელები კი ფლობდნენ, თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში მასპინძლები არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.

 

რაც შეეხება სტუმრებს, მათ საკუთარ იარაღად სწრაფი კონტრიერიშების ტაქტიკა აირჩიეს და რამდენიმეჯერ მასპინძელთა კართან საკმაო დაძაბულობის შექმნაც მართებდათ, მაგრამ საბოლოოდ რაიმე ღირებულის განხორციელება ვერც მათ მოახერხეს. შედეგად შეხვედრა, რომელშიც ორივე გუნდს გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებოდა, უგოლოდ, ანგარიშით 0-0 დასრულდა.

 

შემდეგ შეხვედრას ზემოიმერლები 25 ოქტომბერს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონი" სენაკს ესტუმრება და ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "ეგრისს" დაუპირისპირდება...

 

 

18.10.2018. ”ზესტაფონი” - ”მეტა” (ბათუმი) 0-0

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ვაჭარაძე, ვარდოსანიძე, ნ. გაჩეჩილაძე, ფოცხვერაშვილი (ბუბულაშვილი, 38), ზარნაძე (საცერაძე, 78), მაკარიძე, დვალი (ზუზაძე, 38), ბ. ბერაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018