გუშინ, 9 აპრილს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) მეორე ტურის მატჩები - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ადგილობრივი "შუქურას" წარმომადგენლებმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 13-წლამდელთა გუნდს უმასპინძლეს.
ჩვენ უკვე ვწერდით იმის თაობაზე, რომ ეს ტურნირი 2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის იმართება და მას გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშება ეწოდება. პირველობა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მხარისა და შიდა ქართლის წარმომადგენელი კოლექტივები ასპარეზობენ.
სასიხარულოა დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატში ნორჩი ზესტაფონელი ბავშვების წარმატებული სტარტი. მათ ახლადდაწყებულ ტურნირში ზედიზედ მეორე გამარჯვება, რამდენიმე დღის წინ ხაშურელთა წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების მსგავსად, ისევ ანგარიშით 2-0 იზეიმეს. ამჯერად გატანილი გოლებით თავი სანდრო კვანტიძემ და გაგა ფუტკარაძემ გამოიჩინეს...