03.11.2018
ზესტაფონის ბაზაზე ბალახის დათესვის პროცესი დაიწყო
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ზესტაფონში მდებარე ბაზაზე სამშენებლო ხასიათის სამუშაოები მიმდინარეობს - ბოლო დღეებია კომპანია "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტები ზემოიმერელთა სპორტული კომპლექსის ერთბაშად ორ საფეხბურთო მოედანს ბალახის დასათესად ამზადებდნენ. 1 ნოემბერს კი თავად ბალახის დათესვის პროცესი დაიწყო.
როგორც გითხარით, მარგველთა ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს ასრულებს კომპანია "Lawns of Georgia", რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებს და უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტური თუ UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო გაზონების დამზადებითაა დაკავებული...
გუშინ დილიდან, თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კომპანიის სპეციალისტები ბალახის დათესვის პროცესს შეუდგნენ. უნდა ითქვას, რომ ჩვენი კლუბის თბილისის ზღვასთან მდებარე კომპლექსის მიედნებსა და "ზესტაფონის" იმერულ ბაზაზე ამ წუთისათვის მოქმედი მოედნის მსგავსად, დანარჩენ ორ მოედანზეც ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის უმაღლესი ხარისხის ბალახის თესლის ორი სპეციალური სახეობაა გამოყენებული.
ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური კი ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს გთავაზობთ.
|