15.09.2018
ჩვიდმეტწლამდელთა მორიგი გამარჯვება
2018 წლის 14 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა - "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის მეცხრე ტურის შეხვედრაში მარგველებმა ბათუმის "დინამოს" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.
ჩვიდმეტწლამდელთა "ვერცხლის ლიგის" პირველი წრის დასკვნითი ტურის შეხვედრა მასპინძელთათვის მოულოდნელად, სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო - უკვე მე-2-ე წუთზე თორნიკე ფუტკარაძემ თავი ინდივიდუალური ოსტატობით გამოიჩინა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მახვილგონივრული "მოჭრილით" ანგარიში გახსნა...
ზესტაფონელებს ანგარიშის გასათანაბრებლად ზუსტად ერთი წუთი დასჭირდათ - მე-3-ე წუთზე მათი სწრაფი შეტევა ბესო ფერაძის დროული გადაცემითა და დათო ახვლედიანის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. უპირატესობას ამის შემდეგაც მარგველები ფლობდნენ და ტაიმის ბოლომდე მათ სტუმრები კიდევ ორი გოლით დაამწუხრეს - 26-ე წუთზე თავი ნიკა ღვალაძემ გამოიჩინა, ხოლო 38-ეზე შოთა ფანცულაიამ იმერელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა...
მეორე ტაიმი ზესტაფონელებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე 44-ე წუთზე ზღვისპირელთა კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც გოლად ბესო ფერაძემ აქცია. 62-ე წუთზე ბესო ფერაძის კიდევ ერთი ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა - 5-1.
დარჩენილ დროში ბათუმელებმა ანგარიშში სხვაობის ოდნავ შემცირება კი შეძლეს (გია აფხაზავა, 68), თუმცა მასპინძლებმა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანეს - 5-2. რაც შეეხება "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის სატურნირო ცხრილს, ტურნირის პირველი წრის დასრულების შემდეგ ზესტაფონელები ერთპიროვნული ლიდერის პოზიციაზე იმყოფებიან...
|
14.09.2018. U-17. ”ზესტაფონი” - ”დინამო” (ბათუმი) 5-2 |
"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, თ. ჭუმბურიძე, ნასრაძე (ფანჩულიძე, 54), სვიანაძე, გ. ღონღაძე, დ. ბებიაშვილი, ფანცულაია (სხილაძე, 41), ახვლედიანი (ჯანიაშვილი, 66), თვალაბეიშვილი (ო. გიორგაძე, 74), ღვალაძე (ნ. ჭუმბურიძე, 74), ბ. ფერაძე.
|
|