Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 

 
15.10.2019
 
 

 

 

 

პასუხი არჩილ ბერიძეს

 

 

 

 

 

2019 წლის 15 ოქტომბერს გაზეთ „ლელოში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ ბათუმის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ პრეზიდენტ არჩილ ბერიძესთან (დაწვრილებით:), რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ ამავე გაზეთის ფურცლებზე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელ ბატონ ილია კოკაიასთან გამოქვეყნებულ ინტერვიუში (დაწვრილებით:) გაჟღერებულ რამდენიმე მოსაზრებას გამოეხმაურა.

 

ჩვენი კლუბის პრესსამსახური უფლებამოსილია განაცხადოს შემდეგი:

 

1. ბატონი ილია „ლელოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს: „...წელიწადში ქართულ საკლუბო ფეხბურთში კერძო სექტორის შენატანი 25 მილიონ დოლარამდე იყო. ორი წლის წინ კი ფეხბურთის განვითარების ფონდის ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ ეს ციფრი 800 ათას დოლარამდე შემცირდა“.

 

უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და ეფუძნება 2017 წლის ბოლოს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებს...

 

2. ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივრის მსგავსად, ჩვენც გვახარებს ის პოზიტიური ძვრები, რომლებიც ბოლო დროს ბათუმის „დინამოში“ ხდება. განსაკუთრებით მისასალმებელია სახელმწიფოს მიერ ანგისას ბაზაზე და ბათუმის მშენებარე სტადიონზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

 

გვჯერა, რომ ეს გეზი საფეხბურთო კლუბისა და მეურნეობის კერძო ინვესტორის საკუთრებაში გადასვლის შემდეგაც შენარჩუნდება. ამასთან, გვეიმედება, რომ მსოფლიო ფეხბურთში აპრობირებული მეთოდის შესაბამისად, მომავალში ბათუმის „დინამოს“ ქომაგთა შორისაც დაინერგება ბილეთებისა თუ აქციების შეძენითა და სხვადასხვა აქტიობებით საყვარელი კლუბის გვერდში დგომის მისაბაძი პრაქტიკა.

 

3. ინტერვიუს ბოლოს ბატონი არჩილი საუბრობს იმაზე, რომ კერძო ინვესტიციებთან დაკავშირებული „ვითარება ასეთ მუქ ფერებში ნამდვილად არ არის“ დასანახი და კონკრეტული ქართული კლუბების მაგალითებსაც ასახელებს...

 

ჩვენი აზრით, ქვეყანაში საკლუბო ფეხბურთის დონის განმსაზღვრელი „ლაკმუსის ქაღალდი“ არის ევროტურნირებში ნაჩვენები შედეგები. ამ მხრივ კი, ჩვენდა სამწუხაროდ, საამაყო ბევრი ჯერ არაფერი გვაქვს.

 

ძალიან გვახარებს ის, რომ „ბათუმის "დინამო" ვითარდება“ და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში სწორედ აჭარული გუნდი იტყვის „აქამდე უთქმელ სიტყვას“ ევროპულ ასპარეზზე...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი” პრეს-სამსახური.

 

-Next-

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019